ფეხბურთის მოყვარულებს ალბათ ახსოვთ, განური წარმოშობის იტალიელ ფეხბურთელს Mმარიო ბალოტელის და იტალიაში ცნობილი მოდელის რაფაელა ფიკოს ვნებიანი რომანი. მაგრამ, საქმე ისაა, რომ, თურმე როცა ბალოტელი რაფაელას სიყვარულს ეფიცებოდა _ ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელი ხარო, არ დაიჯერებთ და პარალელურ რეჟიმში მეძავ ჯენიფერ ტომპსონს ხვდებოდა და ერთობოდა..
ერთ მეძავთან ღალატს კი აიტანდა კაცი (ამ შემთხვევაში ქალი), მაგრამ მსგავსი ინფორმაცია ბრიტანულ ტაბლოიდებს 21 წლის ქლოი ევანსმაც მიაწოდა. მისი თქმით, მარიოსთან ურთიერთობა მასაც ჰქონდა და თანაც მაშინ, როცა ფეხბურთელს რაფაელა ოთხი თვის გაცნობილი ჰყავდა. ევანსმა ისიც თქვა,
რომ მარიოს კოსმეტიკის და ქალის ქერა პარიკის გაკეთება ჰყვარებია.სკანდალი ალბათ გარდუვალია. ვნახოთ, როგორ გადალახავს ამ პრობლემას ტემპერამენტიანი განელ-იტალიელი _ უარს იტყვის მეძავებთან სახიფათო გართობებზე თუ მშვენიერ რაფაელას დატოვებს, რომელზეც ისედაც უამრავი მამაკაცი ოცნებობს..
This post has been edited by Gigee on 12 Jul 2012, 14:06