რაგინდათ ხალხნო მშვენიერი მეტოქე შეგვხდეა!
3 თამაშია ვუყურებ ინგლისის ნაკრებს და მოედნის ცენტრი არ აქვთ საერთოდ! ესეთი დაულაგებელი მოედნის ცენტრი ცოტას თუ ქონდა ამ ევროზე! 2 თამაში დიდწილად გამართლებით მოიგეს! (შვედებთან და უკრაინასთან!)
ჯორჯოს არ ყოფნა დიდიად არ მაშინებს! ბონუჩი საიმედოა! ერთი ის ტეხავს რომ 3 მცველით თამაში თუ გადაწყვიტა პრანდელიმ ისევ დეროსის დახევა მოუწევს!
რეალურად რომ შEვაფასოთ ორივე გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები:
ინგლისი: საკმაოდ დაბალანსებული დაცვა, კაგდი მეკარე! (თუმცა გაუვალე ეს დაცვა რომ არაა 3 თამაშია ჩანს!).
ნახევარდაცვა ალბათ ყველაზე დაულაგებელი, როგორც შეტევაში ასევე განსაკუთრებით დაცვაში, ბურთის დამჭერი არ ყავთ! რასპასოვშიკიც ნაკლებად ყავთ! 1 ნათელი
წერტილი ჯერარდი და ისიც არ ბრწყინავს, თუმცა ჯერარდია და მის კლასსზე დავა არ შეიძლება!
თავდასხმა, ნუ არ ვიცი თუ დატოლებაა და ბალოტელის ლანძღავენ გვერდით თემაში, მაშინ ველბეკი საერთოდ ფეხბურთელი არ ყოფილა! რეალურად კი რუნი ველბეკი (კეროლი) ნორმალური თავდასხმაა, მოლეთა გაჩერებაც არც თუ ისე რთულია!
იტალია:
ძლიერი მეკარე, საკმაოდ ძლიერი დაცვა! (მიუხედავად ჯორჯოს არყოფნისა!) ალბათ ერთ ერთი საუკეთესო ნახევარდაცვა ევროზე (ესპანეთთან ერთად!), და თავდახმა ყველაზე სუსტი რგოლი ამ გუნდის! თუმცა რომ შევადაროთ რუნი ველბეკს - კასსანო ბალოტელი არაფრით ჩამოუვარდება!
იდეაში მოედნის ცენტრი უნდა მოვუგოთ თავისუფლად! კონტრ ატაკებზე ითამაშებს იგლისი! (რა პარადოქსია, ინგლისი კონტრატაკებზე იტალიასთან!

) რუნი აპასნია, კეროლიც! მარა უნდა გავაჩეროთ!
ჩემი პროგნოზი 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენს სასარგებლოდ! თამაში არ ვიცი როგორ დამთავრდება მაგრამ 65/35 ზე იტალიის სასარგებლოთ!