Welt Online: ბატონო, ლიოვ, გულზე ხელი დაიდეთ, რა იგრძენით იმ წუთში, როდესაც ცხადი გახდა, რომ იტალია ნახევარფინალში გავიდა. 2006 წელი გაგახსენდათ?
იოახიმ ლიოვი: არა, საერთოდ არ მიფიქრია. 2011 წლის თებერვალი გამახსენდა, როდესაც მათთან 1:1 ვითამაშეთ. იქ ახალი იტალია ვიხილეთ. მას ძველ იტალისთან არავითარი საერთო არ გააჩნია. ჩეზარე პრანდელის იტალიამ სტილი შეცვალა. ისინი ახლა ბევრად შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე ამას მიჩვეულები ვიყავით.
Welt Online: რას გვეტყვით პირლოს მიერ შესრულებულ თერთმეტმეტრიანზე?
იოახიმ ლიოვი: ზეაღმატებული პენალი იყო. ისეთ სიტუაციაში ამგვარი რამის გაკეთება, როდესაც გუნდი აგებს, წარმოუდგენლად დადებითი იმპულსი იყო.
Welt Online: უფლებას მისცემდით თქვენს ფეხურთელებს მსგავსი რამ გაემეორებინათ?
იოახიმ ლიოვი: კი, თუ ბურთი კარში შევა. წესით, პენლის შუაში დარტყმა საკმაოდ საიმედო ხერხია. პირლოს მხრიდან ეს ძლიერი სიგნალი იყო, მას უნდოდა ეთქვა, რომ მის გუნდს მატჩის ბედის შემოტრიალება შეუძლია.
Welt Online: იტალია გერმანიისთვის უხერხული მეტოქეა? დიდ ტურნირებზე შვიდი მატჩიდან ჩვენმა ნარებმა ვერც ერთი ვერ მოუგო იტალიელებს. აქედან 3 მატჩი ჩვენი მარცხით დასრულდა...
იოახიმ ლიოვი: ეს სიმართლეა. მათთან თამაში წარსულში ყოველთვის გვიჭირდა. თუმცა დღეს სხვანაირად არის საქმე. დრო მომწიფდა იმისათვის, რომ იტალიელები დავამარცხოთ.
Welt Online: პრანდელიმ ფავორიტის როლი ჩვენ გადმოგვილოცა. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიას 2 დღით მეტი აქვს მოსამზადებლად.
იოახიმ ლიოვი: იტალიელებს არავითარი ჩავარდნა არ ეტყობათ ფიზმომზადებაში. ინგლისის წინააღმდეგ ისინი დომინირებდნენ მოედანზე. მათ რიგებში დაღლილობა არ შემიმჩნევია. მათ რეგენერირებისთვის 4 დღე აქვთ და ეს საკმარისია. ასე რომ ჩვენ ფავორიტები არ ვართ.
Welt Online: პრანდელი ტაქტიკურ თამაშს თამაშობს?
იოახიმ ლიოვი: არ ვიცი. არც მაინტერესებს. პრანდელი ამბობდა, რომ გუნდმა შემტევად უნდა ითამაშოს და ასაკოვანი ფეხბურთელების ნაცვლად ახალგაზრდებმა უნდა ითამაშონ. მან ეს მოახერხა. ამიტომ ერთმნიშვნელოვანი ფავორიტი არ არსებობს. იტალია ჰომოგენური გუნდია, რომელსაც ძლიერი დაცვა ჰყავს.
Welt Online: რას იტყვით მარიო ბალოტელიზე? ირლანდიასთან გატანილი გოლის შემდეგ მას პირზე ხელი ააფარეს, რადგან მწვრთნელის შეურაცხყოფა სურდა. ექნებოდა მსგავს მოთამაშეს გერმანიის ნაკრებში თამაშის შანსი?
იოახიმ ლიოვი: არ ვიცი. მე მას არ ვიცნობ. მხოლოდ გაზეთებიდან მესმის მის შესახებ. ამ კითხვაზე სერიოზულად რომ გიპასუხოთ, მას პირადად უნდა ვიცნობდე. საფეხბურთო თვალსაზრისით ის ძალიან მაღალი დონის ფორმვარდია.
Welt Online: ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი უდანაკაგოდ გაიარა და მეოთხედფინალში ბერძნებს მოვუგეთ. კმაყოფილი ხართ?
იოახიმ ლიოვი: ყველა თამაშში იყო მცირე გასაკრიტიკებელი მომენტები. ბერძნებთანაც. იქ 5 თუ 6 შემთხვევაში არაზუსტი პასი გავაკეთეთ, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე პრესინგს არ აკეთებდა. ასევე გამაღიზიანა პირველმა გოლმა. ვისურვებდი, რომ მოწინააღმდეგეს ადრეულ ფაზაშივე შევუტიოთ და შევაწუხოთ. დაცვა უფრო ზევიდან უნდა დავიწყოთ. შეტევისკენ მიმართულება ბერძნებთან გაცილებით კარგად იყო ორგანიზებული ვოდრე დანიელებთან. მოკლედ, არის წვრილმანები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ. თუმცა ოთხი გამარჯვებით კმაყოფილი ვარ.
Welt Online: არაზუსტი გადაცემების დიდი ნაწილი შვაინშტაიგერის სინდისზეა. როგორ ფიქრობთ, ის ფორმაშია?
იოახიმ ლიოვი: ფიზიკური კონდიციები წესრიგში აქვს. გამძლეობის ყველა ტესტი წარმატებით ჩააბარა. მას კოჭი აწუხებს და ამის გამო დინამიკა და სსწრაფე დააკლდა. თუმცა, მომდევნო დღეებში ამ ხარვეზის ლიკვიდაციას შევეცდებით. თუ ის ტრავმამ არ შეაწუხა, აუცილებლად ითამაშებს.
Welt Online: ბერძნებთან პოდოლსკი და მიულერი სკამზე დასვით. რამდენი შეუცვლელი მოთამაშე გყავთ გუნდში?
იოახიმ ლიოვი: ამ სიას თქვენ არ გაგანდობთ. მიხარია, რომ ყველა პოზიცია ორმაგად და კარგად გვაქვს შევსებული. თუ ვის დავაყენებ ძირითადში, ეს ჩემი გადასაწყვეტია და ამას სიტუაციის მიხედვით ვწყვეტ. შიურლე და როისი სხვა სტილის ფეხბურთელები არიან, ვიდრე პოდოლსკი და მიულერი. ბერძნებთან ასე იყო საჭირო.
Welt Online: ბერძნებთან მათჩში 4 პოზიცია შეცვალეთ. ეს რისკი არ იყო და რას იზამდით, ამ ექსპერიმენტს რომ არ გაემართლებინა?
იოახიმ ლიოვი: მე არ გამირისკავს. მე ყველა მოთამაშეს ვარჯიშზე ყველაზე კარგად ვხედავ და ვიცი, ვინ რისი მაქნისია. მე მათ ვენდობი.
Welt Online: როგორ აუხსენით პოდოლსკის და მიულერს, რომ მათ ნაცვლად სხვები ითამაშებდნენ?
იოახიმ ლიოვი: ჩემი გადაწყვეტილება ორივემ პროფესიონალურად მიიღო. ორივემ იგრძნო, რომ საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტს ვერ აღწევდნენ. გომესი უფრო იმედგაცრუებული ჩანდა, რადგან მან 3 გოლი შეაგდო და დარწმუნებული იყო, რომ ითამაშებდა, მაგრამ საბოლოოდ მანაც სწორი დასკვნები გამოიტანა და ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
Welt Online: ნახევარფინალშიც ხომ არ გეგმავთ სიურპრიზებს?
იოახიმ ლიოვი: რა თქმა უნდა, მატჩის გეგმა უკვე მაქვს. თუმცა ჩვენს სათამაშო სტილს ძირეულად არ შევცვლით. იტალიასთან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფილოსოფია ბოლომდე გავიტანოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ისმის კითხვა: რომელი მოთამაშეები შეძლებენ ამ გეგმისთვის საუკეთესოდ ხორცშესხმას? სად აქვს იტალიას სუსტი წერტილები? ვის შეუძლია ამ სისუსტეების ოპიმალურად გამოყენება? ამ თემებზე ბევრს ვფიქრობ და ჩემგან სიურპრიზებს ელოდეთ.
http://bayern.ge/index.php?newsid=5119