კოტო: "ქართველ გულშემატკივართან ერთად ჩვენი ნაკრების ქომაგობა ჩემთვის დიდი პატივია"ევრო 2012-ის მეოთხედფინალური შეხვედრა ესპანეთსა და საფრანგეთს შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა. "ფურია როხას" ქართველი ერთგული გულშემატკივარი გუშინ საქართველოში ესპანეთის ოფიციალურ ფან-კლუბში, "ფიდელში" ადევნებდა თვალ-სყურს საყვარელი ნაკრების თამაშს. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა, ოდნავი მოდუნება, პატარა შეცდომა და ესპანელები ასპარეზობას გამოეთიშებოდნენ. თუმცა ფეხბურთელების თავდადებამ დიდი სიხარული აჩუქა გულშემატკივრებს.
განწყობა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო, რადგან ქართველების გვერდით, "დინამოს" ესპანელი ფეხბურთელებიც ქომაგობდნენ ჩემპიონს. გამარჯევბა კი ერთად იზეიმეს.
ჩისკო მუნიოსი: "უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. საფრანგეთი საკმაოდ ძლიერი მეტოქე იყო, მაგრამ ბიჭებმა კარგად ითამაშეს. რაც შეეხება ნახევარფინალს, მე უკვე აღვნიშნე თქვენს გადაცემაში (თოქშოუ "სპორტი"), რომ პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტია. წინ ურთულესი ბრძოლა გველოდება. დიდი იმედი მაქვს, რომ თავს გავართმევთ".
კოტო: "ქართველ გულშემატკივრებთან ერთად ჩვენი ნაკრების ქომაგობა, ჩემთვის დიდი პატივია. "ფურია როხამ" ამ დავალებასაც გაართვა თავი. ახლა მთელი ყურადღება ნახევარფინალზე უნდა გადაიტანონ და მაქსიმუმი გაააკეთონ. წარმატებას ვუსურვებ ესპანეთის ნაკრებს და ქართველ გულშემატკივრებს".
© geosports.ge
მიმაგრებული სურათი