მოურინიომ მორატა პირველ გუნდში გადაიყვანა19 წლის ალვარო მორატა, 2012/13 წლების სეზონს, მადრიდის "რეალის" რიგებში დაიწყებს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება, პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მორატას დებიუტი პირველ გუნდში, ჯერ კიდევ 2010/11 წლების სეზონში შედგა. გასულ სეზონში, "კასტილიას" რიგებში ალვარომ 37 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა.
ამის ამოწევას ხოსელუს ამოწევა ჯობდა იმჰო
"რეალის" მოსამზადებელი ეტაპისანამ სეზონი განახლდება "სამეფო კლუბი" მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.
უკვე მე-3 წელია "ბლანკოსის" ფეხბურთელები მოსამზადებელ ეტაპს აშშ-ში გადიან, სადაც მონაწილეობას ღებულობენ "World Football Challenge"-ში.
15 ივლისს ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილი ვალდებებასზე შეიკრიბება. დანარჩენი ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2012-ზე ღებულობდნენ მონაწილეობას გუნდს მოგვიანებით შეურთდებიან: ბენზემა 26 ივლისს. იოზილი, ხედირა, რონალდუ, პეპე და კოენტრაო 28 ივლისს. ხოლო ევროპის ჩემპიონები გუნდს 30 ივლისს, უკვე აშშ-ში შეურთდებიან.
ჩემპიონატის დაწყებამდე "სამეფო კლუბი" ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. "მაგრიბ ატლეტიკოსთან" მაროკოში (24 ივლისს) და ლისაბონის "ბენფიკასთან" პორტუგალიაში (28 ივლისს). როდესაც ევროპის ნახევარფინალისტები მადრიდში დაბრუნდებიან, მხოლოდ 1 დღეს გაატარებენ ქალაქში, შემდეგ კი ყველა მათგანი შტატებში გაემგზავრება. იქ კლუბს ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევს: 2 აგვისტოს კალიფორნიაში "ლოს-ანჯელეს გალაქსისთან", 5 აგვისტოს ლას-ვეგასში "სანტოს ლაგუნასთან", 8 აგვისტოს "მილანთან" ნიუ-ორკში და 11 აგვისტოს ფილადელფიაში "სელტიკის" წინააღმდეგ.
შემდეგ, "რეალი" უკან ესპანეთში დაბრუნდება, სადაც 1 კვირის შემდეგ (18-19 აგვისტო) ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას დაიწყებს. სუპერთასის მატჩები "ბარსელონას" წინააღმდეგ 22 აგვისტოს "ნოუ კამპზე" და 29 აგვისტოს "ბერნაბეუზე" გაიმართება.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
რავი მე პირადად უფრო ხოსელუს ამოწევა გამისწორდებოდა
22 წლის არის თან, მორატა 19-ის
ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა ხოსელუს და კაკრაზ ამ პერიოდში უნდა შევუწყოთ ხელი ყველაზე მეტად
მორატა კიდე მოიცდიდა 1-2 სეზონი
ალბათ კარვახალსაც ამოწევს ჟოზე. აბა სხვა კაცი მარჯვნივ ფიზიკურად არ ჩანს

კაროჩე მორატა, კარვახალი და სილვა
This post has been edited by GIGZ » on 5 Jul 2012, 02:01