დელ ბოსკე: "ატლეტიკოს" "რეალის" დამარცხება შეუძლია"დელ ბოსკემ "ატელტიკო" შეაქო...
"ახლა ისინი შეკრული გუნდივით თამაშობენ და ვფიქრობ, "ატლეტიკოს" "რეალის" "ბერნაბეუზე" დამარცხება ძალუძს".
"ეს გუნდი ჩემპიონატს უფრო საინტერესოს ხდის. რა თქმა უნდა, აქ არის ორი უდიდესი გუნდი, "რეალი" და "ბარსელონა". თუმცა, "ატლეტიკოც" აქვეა".
"ამჟამად ისინი აპლოდისმენტებს იმსახურებენ. ევროთასებზე მათ შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ, ისევე როგორც ჩემპიონატში".
"ჩვენ ყოველთვის იმაზე ვსაუბრობთ, რაც უკვე მოხდა, რადგან ფეხბურთში რაიმეს წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია".
***
ალონსო: "მე და რონალდუ მეგობრები არ ვართ"ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს გასახდელის გარეთ არც კი ეკონტაქტება...
"ჩემსა და მას შორის მხოლოდ პროფესიონალური ურთიერთობა და პატივისცემაა".
"სიმართლე გითხრათ, ჩვენს გუნდში ყველასთან მეგობრული ურთიერთობა არ მაქვს და ზოგს გასახდელის გარეთ არც კი ვეკონტაქტები. თუმცა, გასახდელსა და მოედანზე ჩვენ ერთად ვართ. კრიშტიანუ ჩემი მეგობარი არ არის".
"რონალდუ ძალიან ამბიციური პიროვნებაა და საკუთარი თავის ძლიერი რწმენა აქვს. გუნდისთვის ის უნიშვნელოვანესი ფეხბურთელია".
"მოურინიოსგან ყოველთვის ვსწავლობდი. ის ძალიან მომთხოვნია და ყოველ დეტალს აქცევს ყურადღებას".
"ხალხი ფიქრობს, რომ მოურინიოს იცნობს, მაგრამ ისინი მხოლოდ მის გარეთა მხარეს იცნობენ. მე ვიცნობ მას და ყოველდღე ვეკონტაქტები, ის სრულიად განსხვავებული პიროვნებაა" – განუცხადა ალონსომ ETB–ს.
This post has been edited by გიგს on 23 Nov 2012, 12:18