Mesut_Özilსიმულკასტით ვუყურებდი, აი ყველა მატჩს ერთდროულად რომ აჩვენებენ ხოლმე და გოლები + სახიფათო მომენტები ვნახე რამდენიმე და ძალიან მაგარი მატჩი იყო
ძაან კლასნად გავიდა თავიდანვე წინ ჰანოვერი, ჯერ ჰუშტიმ ჩასვა მაგარი ჯარიმა, მერე მალევე სწრაფი კონტრშეტევისას ანდრეასენს ჩაუწოდა კარგად
ვერდერიც გააქტიურდა და პენალტი მოიპოვეს, რომელიც ჰანტმა გაიტანა
მერე ორმხრივი შეტევების იყო, მარა ვერდერი უფრო მწვავედ უტევდა რასაც აჩვენებდნენ ხოლმე
კაი კომბინაციით გაათანაბრეს ელიამ საჯარიმოში დაუგორა დე ბრუინს და ამანაც მაგარი შეჭედა
და დაბოლოება იყო სასწაული, ათრიეს ცენტრში ბურთი ბრემენელებმა, წაართვა ჰუშტიმ, გაათამაშა ცენტრში, გადაიტანეს ფლანგზე, რაუშმა ჩააწოდა და ჰუშტიმ მაკრატელათი ჩასვა, რიკოშეტიც კი იყო, მარა უმაგრესი გამოვიდა
ახლა ვნახე, მაგ გოლის მერე გაუძევებიათ ჰუშტი, ეტყობა მაიკა გაიხადა

რა ნამუსით მისცეს მეორე ყვითელი

დასანანია, რომ არ იქნება შემდეგ ტურში
არადა რა შედეგი აქვს 2 გოლი და 5 პასი 3 ტურში
ყველაზე ნაკლებად მგონი ესენი გაძლიერდნენ თქო და ისე გამოვიდა, ყველაზე კარგი შევსება ამათ მიუღიათ
ყველა მკვდარს აცოცხლებს მოკლედ სლომკა
აუცილელბად ავტვირთავ როცა დაიდება