მაგარი ტური გამოდგა, გოლების წვიმა იყო გუშIნაც და დღესაც
გამოიკვეთა ორი მწვრთნელი, რომელსაც გაგდება ემუქრებათ, ლაბადია და აუგსუბრგის მწვრთნელი
შედეგები უმეტესად კარგი იყო
გლადბახი - ჰამბურგი უფრო ფრე მინდოდა და საბოლოოდ ეგრეც დაჯდა
ჰამბურგი კი იმსაუხრებდა მოგებას, მარა ის პენალტი და შტრანცლის ტყუილად გაგდება არ შეერგოთ
ჰამბურგს საღოლ, აშკარად მოვიდნენ გონს და წესიტ აწი უფრო მოუმატებენ, მარა დაცვაში ძალიან ჭირს
გლადბახს კი არ მინდოდა წაეგო, ძაან დაიძირებოდნენ
ვან დერ ვაარტის გოლი ზღაპრული იყო, ტურის მშვენება
ნუ პენალტების გაფუჭება გერმანული კლუბებისგან აღარ გვიკვირს
შტუტგარტი საცოდავ დღეშია, როგორც ყოველი სეზონის დასაწყისში და ალბათ ლაბადიას მოისვრიან
რატომ არ გაძლიერდნენ ამ ზაფხულს ეს კრეტინები
ჰოფენჰაიმი კი მჯეროდა ათამაშდებოდა და აჰა.. ორი მაგარი გამარჯვება
უსამის გოლი კარგია, ხოსელუმაც გახსნა ბუნდესლიგაში ანგარიში, ჯონსონმა კი ზედიზედ ორ ტურში გაიტანა
კიდევ უფრო ზემოთ ამოვა ჰოფე, ეტყობა ვიზე თარსავდათ მართლა

ჰანოვერმა გადაურბინა ნიურნბერგს
ჰუშტი კვლავ სასწაულია - 1 გოლი და 2 საგოლე პასი
ია კონანის დუბლიც აღსანიშნავია + 1 შტინდლის
კარგია რომ დიუფიც დაბრუნდა ხანგრძლივი პაუზის მერე
ცუდი ისაა, რომ ანდრეასენი ისევ დაშავდა
შეტევაში უზარმაზარი რესურსები აქვს ამ კლუბს რა
ფრაიბურგი- ვერდერი, ლოგიკურია ბრემენელების მოგება და კარგიცაა
ჰანტმა კიდევ გაიტანა, წელს ძალიან კარგ ფორმაშია
და ლევერკუზენმაც ადვილად მოუგო წყალწაღებულ აუგსბურგს
კისლინგმა, ვოლშაიდმა და შურლემ გაიტანეს გოლები
შურლეს გოლი გამიხარდა, განსაკუთრებით წინა მატჩში პენალტის გაფუჭების მერე
ვოლშაიდზე კი ხომ ვთქვი ბლომად გოლებს შეყრის თქო
მოკლედ მშვენიერი ტური გამოვიდა