რა ცოტა გოლი გავიდა დღეს
მარა ერთი-ორი ისეთი გავიდა...
ლევერკუზენმა ძალიან დამაჯერებლად მოუგო ფიურტს, ორივე გოლი ახალდაბრუნებულმა სემმა გაიტანა და ძალიან გამიხარდა მაგის გოლები, დიდი ძალაა ლევერისთვის, არადა ბევრი გაუცდა, იმედია ისევ ჩაჯდება კარგად გუნდში; პირველი გოლი ძალიან კლასნად შეასრულა, საგოლე პასები შურლემ და კარვახალმა გააკეთეს, რაც კიდევ კარგია, ისაა რომ შურლემ ისევ ძალიან კარგად ითამაშა, მოკლედ ყოველმხრივ დადებითი მატჩი იყო ბაიერისთვის
ჰოფე-აუგსბურგი ფრე ლოგიკური იყო, ეტყობა ვუკჩევიჩის ამბავმაც იმოქმედა, სალიჰოვიჩი სამართლიანად გააგდეს, კინაღამ ფეხი გადაუტეხა მეტოქეს
შტუტგარტმა არც ისე ადვილად მოიგო, ჰქონდა მომენტები ნიურნბერგსაც, პირველი გოლი ნიურნბერგის მცველის ანტონიოს იდიოტობას მოჰყვა პირველივე წუთზე, ძალით გაატანინა იბიშევიჩს, ამან საგოლე პასიც გაუკეთა ჰანრიკს, მოკლედ კარგია ცოტა ამოისუნთქეს, იმედია ევროპა ლიგაზე მოიგებენ ხუთშაბათს, ისევე როგორც ლევერკუზენი
ჰამბურგმა ძალიან დიდი გაჭირვებით მოუგო ჰანოვერს, მარა მოსალოდნელი იყო HშV-ს მოგება, 125 წლის იუბილის ზეიმიც ჰქონდათ, მაგარი სიტუაცია იყო სტადიონზე
რუდნევსმა ისევ გაიტანა და რაც მთავარია ვან დერ ვაარტის პასით, კიდევ კარგი ეს კაცი დაიბრუნეს
და რა თქმა უნდა ადლერი წაიყვანეს, დღესაც მინიმუმ 2 მკვდარი ბურთი აიღო, სასწაულებს აკეთებს, არადა ბევრი მომენტი ჰქონდა ჰანოვერსაც
მოკლედ, მგონი საბოლოოდ გამოცოცხლდა ჰამბურგი
ჰანოვერმა კი ევროპა ლიგაზე უსიკვდილოდ უნდა მოიგოს
დორტმუნდმა კი იფრინა და საწყალი გლადბახი არ დაინდო
მაგრად მიტყდება გლადბახის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, იმედია მოეგებიან გონს
დორტმუნდის ათამაშება კი გასახარია, იქნებ ფრეს გამოკრან ხელი სიტისთან რავიცი
როისი იყო ბრწყინვალე, დიდებული, არ დაინდო ყოფილი გუნდი
მეორე გოლი კი რაღაც საოცრება გაიტანა
ცოტა მეორე ბუნდესლიგაზეც ვთქვათ, კიოლნი როგორც იქნა ოდნავ წამოიწია და ორი მატჩი მოიგო ზედიზედ, კოტბუსმა პირველი მატჩი წააგო, იმედია ბრაუნშვაიგიც მიბაძავს, ეგენიღა გვაკლია პირველ ლიგაში; სანკტ პაულის კი ცუდი დროება უდგას, დუისბურგს კიდევ უარესი
მიუნხენ 1860 რაღაც კარგად გამოიყურება, შტოპელკამპი ძალიან გამოადგათ, დღეს 4:0 მოიგეს და ჯერ წაუგებლები არიან
მოკლედ, კარგი იქნება საბოლოოდ 1860-მა, კაიზერმა, ჰერტამ და კიოლნამ იბრძოლონ პირველი სამი ადგილისთვის, მარა კიოლნს ძალიან გაუჭირდება
მიმაგრებული სურათი