ბაიერნმა ძალიან დუნე თამაშით მოიგო, ველოდი უფრო იაქტიურებდნენ, მარა ჰოფენჰაიმს ესეც ეყო
მარტინესს მინდოდა გაეტანა, მარა ერთი კარგი შნასი გაუშვა ხელიდან, სხვა მხრივ აღანიშნავი არაფერი იყო, მარტო რიბერის მონდომებაც ეყო
იმედია მიულერი იმ სახის დაზიანების გამო შეცვალეს და რამე სერიოზული არ ჭირს, ერთი საგოლე პასი კი მაინც ჩაეთვალა, 1-იც კროოსს
შალკემ ძალიან დამაჯერებლად მოუგო ვოლფსბურგს, გაცილებით მეტის გატანა შეეძლოთ
მიხვდეს და წავიდეს მაგათი, ამოწურა თავი რა
ფარფანმა გოლი რომ გაიტანა, თან ლამაზი გოლი, თავით ნახტომში, ფელიქსას მიმართა.... გამოიღეო

სხვა მხრივ, ძალიან კარგად გამოიყურება შალკე, განსაკუთრებით ჰოლტბი, დღესაც ბრწყინვალე იყო
აფელაის გოლიც კარგია, იმედია ათამაშდება
ორი პრობლემა აქვს შალკეს, კონცენტრაციას კარგავენ ხშირად და ჰუნტელაარი ვერ შევიდა ფორმაში, დღესაც აფუჭა კარგი მომენტები
მოკლედ არამგონია შალკე 3-ეულს ჩამოცდეს და ძალიანაც კარგი, მუდმივად უნდა ითამაშონ ლიგაზე
ვოლფსბურგი კი უბრალოდ საცოდაობა, 7 ტურში 2 გატანილი გოლი....
ჰამბურგმა გაჭირვებით მოუგო ფიურტს, კვლავ ბრწყინვალე იყო ადლერი, ერთი ურთულესი ბურთი მოიგერია ფეხით, 5 მეტრიდან დარტყმული
გოლი სონმა გიატანა და ძალიან ლამაზიც, ორი მეტოქე ძალიან ეფექტურად ჩამოიშორა დარტყმამდე
კარგია ქულებს რომ აგროვებს HშV, ზამთარში ერთი თავდამსხმელი თუ იყიდეს ნორმალური, ევროპა ლიგაზე გავლენ ალბათ
ფრაიბურგმა ძალიან დამაჯერებლად მოუგო ნიურნბერგს, რომელიც უკვე ქვემოთ ეშვება, ტერაზინომ მესამე ბურთი ძალიან ლამაზი გაიტანა
მაინცი-ფორტუნა უფრო საფრეო თამაში იყო, მარა მასპინძლებს გაუმართლათ და ფორტუნას წაუგებელი სერიაც შეწყდა
იმედია ხვალ აინტრახტიც მიყვება