ამ გოლების ვიდეოს მეტი მეც ვერ ვნახე, იმედია DFB-ს ოფიციალურ საიტზე დაიდება ხოლმე მთელი ტურის მიმოხილვები
საკმაოდ კარგი რაღაც ყოფილა ეს მესამე ლიგა
(ბევრ უმაღლეს ლიგას შეშურდება, ისეთი სიტუაცია, ფანობა და ინფრასტრუქტურაა)
ჰანზას ბერგერმაც კარგი ჯარიმა გაიტანა, ჩასვა ბურთი კოხტად
ჰალეშერი-ოფენბახის თამაშსაც ვუყურებდი და ეგეც კარგი მატჩი იყო, მაგრად დაჩაგრეს ოფენბახი მსაჯებმა...
...............
კაჩუნგა კი მართლა ბრავო, ეგეც ძალიან ნიჭიერი ვიღაც ჩანს, პრაქტიკა მართლაც თავზესაყრელად ექნება წესით და დიდი იმედი მაქვს მაგ ბიჭის
კაიზერი-ფულემის 2:2-ზე პეტრიჩმა რომ გაიტანა გოლები, გული დამწყდა, არ იყო გასაშვები ბუნდესლიგიდან
იგივე გლადბახს ან ნებისმიერს მაგრად გამოადგებოდა
ჰოფემ 2:0 მოიგო და დერდიოკმა გაიტანა ერთი გოლი
აინტრახტმაც 2:0 მოიგო და ერთი გოლი კიტელმა გაიტანა, ძალიან ნიჭიერი ბავშვია როდესთან და იუნგთან ერთად
ნიურბერგიდან პოლტერის გოლი გამიხარდა, იმედია წინსვლა ექნება მაგ კლუბში, როგორც ბევრ სხვას