როგორც იქნა დაიწყო ბუნდესლიგა, ჩემთვის საუკეთესო ჩემპიონატი
ცოტა მძიმედ და მწირგოლიანად კი დაიწყო, მარა არაუშავს
დორტმუნდმა მძიმედ ითამაშა და კლასის ხარჯზე მოიგო, როგორც ჩანს სეზონის დასაწყისში ვერ არიან ხოლმე ფორმაში, იმედია ლიგის დაწყებამდე დაიქოქებიან
როისის და განსაკუთრებით გიოცეს გოლები გამიხარდა, მარიოს პრობლემები წარსულში უნდა დარჩეს და როისთან ერთად საოცარი დუეტი შექმნას
ვერდერიც არ გამოიყურებოდა ურიგოდ, მარა ბევრს არ ველი ამ გუნდისგან, ასეთი დაცვით და საყრდენი ზონით
ბაიერნმა მარტივად მოიგო, მარა ძალიან დაზოზინებდნენ, მიულერის გოლი გამიხარდა, წელს კარგი სეზონი უნდა ჰქონდეს
ფიურტს კი უზომოდ გაუჭირდება
გლადბახის მოგებაც კარგია; მაღალ ადგილებზე უნდა იყოს ეს გუნდი, გამოცდილება შეიძინოს ევროპაში და უფრო კარგად გამოვა მომავალ წელს, ხელმძღვანელობა კი კიდევ გააძლიერებს კლუბს. არანგო უმაგრესია, წელს ეგ იქნება უპირობო ლიდერი კლუბში; ჰოფენჰაიმი ვნახოთ, იმედია დალაგდებიან
ფრაიბურგი მაინცის ფრე მოსალოდნელი შედეგი იყო, ეს ორგი გუნდი წესით გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.....
აუგსბურგთან ერთად, არამგონია მაგ კლუბს ბანსემ უშველოს; არ ველოდი ფორტუნა თუ მოიგებდა დამაჯერებლად, იმედია დიუსელდორფი დარჩება პირველ ბუნდესლიგაში
ნუ ჰამბურგზე რა ითქვას, გავარდნის ღირსები არიან კრეტინი ხელმძღვანელობის ხელში და რავიცი, რესურსიც არ ჩანს გადარჩენის
ნიურნბერგს ყოჩაღ, დაიწყეს აუცილებელი ქულების დაგროვება
აინტრახტი-ლევერკუზენი..... უფრო ბაიერისკენ ვიყავი და დამენანა წასაგებად, მარა აინტრახტიც მესიმპათიურება, კარგი გუნდი შეკრეს, ბევრი გერმანელით და რამდენიმე ტალანტით, ჰოდა იმედია დარჩენა არ გაუჭირდებათ, უფრო მაღლა, სადღაც მეათე ადგილზე მგონია გავლენ; აიგნერი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, 1860-ში მომეწონა შარშან, ერთი ის გამიკვირდა, სტადიონზე ასე ცოტა ხალხი რატომ იყო
დღის ბოლო მატჩს რაც შეეხება, უფრო საფრეო მატჩი იყო ჩემი აზრით, მარა იბიშევიჩმა ისეთები ქნა, ღირსები იყვნენ წაგებისთვის
ვოლფსბურგი საკმაოდ კარგად გამოიყურება და წესით წესლ კარგი სეზონი ექნებათ, დოსტის გოლი გამიხარდა, იმედია ახალი გოლეადორი შეემატება მისი სახით ბუნდესლიგას
P.S. თბილისში არ ვარ, ძალიან ცუდი ინტერნეტი მაქვს და მიმოხილვები, შოუები და სრული მატჩები ქართულ სერვერზე ატვირთული საღამოდან იქნება