ძალიან იშვიათია რომ იუნაიტედის კალიბრის გრანდში აღზრდილი ფეხბურთელი გავიდეს ძირითად შემადგენლობაში და იქ დამკვიდრდეს.
ჩამოთვალეთ მსოფლიოს 5 გრანდი და ნახავთ.
ასერომ ნორმალურია რომ უელბეკს ეჭვის თვალით უყურებენ.
მე მახსოვს რომ ფერგი იძახდა სჭირდება რომ ფეხების კუნთები განუვითარდეს როგორც ზრდასრულ ათლეტსო.
რამე სისუსტე უელბეკს ამ სეზონში ვერ შევატყვე.
მაგრამ...
რამდენად გაქაჩავს 4 სეზონის მანძილზე ეს ცალკე საკითხია.
თან ტრამვულია.
პლუსები აშკარად მეტი აქვს.
გენიალური სისწრაფე აქვს ადგილიდან.
კარგი დარტყმა.
კარგი შემართება.
ბურთის კონტროლსაც არ უჩივის.
გუნდური მოთამაშეა.
ერთადერთი რაც მგონია არის რომ ვან პერსის ყიდვა 25 მილიონამდე არის რეალური.
ბოლო წელი დარჩა.
მიუხედავად რომ მთელი კარიერის მანძილზე მხოლოდ შარშან მოახერხა ტრავმის გარეშე გაძლება.
ფაქტია რომ ვან პერსი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია მაგრამ იუნაიტედში რუნის გარდა, კლასით, პრაქტიკულად ყველას სჯობნის.
ისიც საქმეა რომ ჰოლანდიელი არ გვყავს. ჰოლნადიაში ძალიან პოპულარულები ვართ და სიტიში ასეთი ფეხბურთელის გაშვება იქნება სიგიჟე.
თან, არსენალის მხრივადაც არ იქნება გამართლებული უშუალო კონკურენტის გაძლიერება. სიტის ვგულისხმობ.
იუნაიტედი ყოველ სეზონში ფავორიტია, აი სიტი კი მიუხედავად შემადგენლობისა მაინც არსენალის კონკურენტია.
რაღათმაუნდა ცხადია რომ იუნაიტედი პრაგმატულად უყურებს საკითხს.
თუ ვან პერსის ყიდვა შესაძლებელია, რატომ გაუზარდოს ხელფასი ფეხბურთელს რომელიც ისედაც უნდა იჯდეს სკამზე? ხო?
ასერომ არ ყიდის მაგრამ ინარჩუნებს დაბალ ხელფასზე.
უბრალოდ მე ცოტა არ იყოსდა არ მომწონს უელბეკის მოთხოვნა, რითია უელბეკი კლევერლიზე, ჯონსზე და სმოლზიზე უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელი?
არ არის.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კარგი ფორვარდია მაგრამ გოლეადორი არ არის და ვერც იქნება.
კარგი 9 ნომერი დადგება, გუნდური მაგრამ მეტი არამგონია.
15 გოლი არის მაქსიმუმი რასაც ის უახლოეს 3-4 წლის მანძილზე გაიტანს თითო სეზონში. უელბეკის პიკი შეიძლება იყოს ადებაიორის გასული სეზონი ტოტენჰემში მაგრამ ესეც უკეთეს შემთხვევაში.
იგივე ვან პერსი უკვე შემდგარი ფეხბურთელია რომელის უბრალოდ მოედანზე ყოდნა უკვე ცალკე ფაქტორია.
(საინტერესოა რაფაელი შედის თუ არა ამ კატეგორიაში)
ასერომ კლუბის პოლიტიკა ძალიანაც რომ სამართლიანია ვან პერსის ფაქტორის გათვალისწინების გარეშეც.
თავისმხრივ უელბეკისაც მესმის.
შეგიძლიათ შეადაროთ და აღმოჩნდება რომ გასულ სეზონში უელბეკი გაცილებით უფრო ვასტრებავანი ფეხბურთელი იყო, ანუ უფრო მეტად სჭირდებოდა გუნდს ვიდრე იგივე, სმოლზი, ჯონსი თუ კლეველი. ასერომ მისი ამბიციაც სამართლიანია.
ნებისმიერ შემთხვევაში ქვედა ზღვარი მის გაშვებაზე გადის რაც არანაირად არ უნდა მოხდეს.
თუმცა, შეიძლება ისე მოხდეც კიდეც რომ ვან პერსის ყიდვის შემთხვევაში ის უბრალოდ აღარ დარჩეს გუნდში.
მომავალი სეზონი პირადად უელბეკის კარიერისთვის გადამწყვეტია. თუ მან შარშან ნათამაშებ მიღებულ წუთებზე რამოდენიმეჯერ ნაკლები მიიღო წელს ის უბრალოდ ვერ განავითარებს იმ პოტენციალს რაც აქვს.
არადა გუნდის წინსვლისთვის და კონკურენტუნარიანოვის შესანარჩულებლად როგორც პლში ისე ლიგაზე ვან პერსის ტრანსფერი აუცილებელია. მითუმეტეს 25-27 მილიონად.
This post has been edited by Atheous_Morti on 11 Jul 2012, 13:59