იოსიიი
დროგბა ჩინეთში ტერის და ლამპარდს ეპატიჟებაჩინური “შანხაი შენჰუას” კოტდივუარელი თავდამსხმელი - დიდიე დროგბა, ახალ გუნდში, ლონდონის “ჩელსის” ვეტერანებს - ჯონ ტერის და ფრენკ ლამპარდს - ეპატიჟება. ამის შესახებ მან თჰე თელეგრაპჰ-ს განუცხადა.
“როდესაც აბრამოვიჩმა “ჩელსი” შეიძინა, მას ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის მოგება სურდა. მან შეძლო იმ გუნდის აშენება, რომელსაც ასეთი შედეგის მიღწევა შეუძლია. ახლა იგივეს გაკეთება სურთ ჩემი ახალი კლუბის მფლობელებს. ძალიან მინდა, რომ “შანხაიში” ტერი და ლამპარდიც გადმოვიდეს. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასაც დაველაპარაკები”, - თქვა დროგბამ.
34 წლის დროგბა ჩინეთში ახლახანს გადავიდა, “შანხაი შენჰუასთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით, კვირაში 300 ათას დოლარს მიიღებს. სხვათა შორის, ჩინელებმა მსგავსი ანაზღაურება ლამპარდს უკვე შესთავაზეს, მაგრამ მისგან უარი მიიღეს.
ფრენკი მაგას არ იკადრებს
ჩელსი ანთილ დაი