მარინის პირველი კვირა ჩელსიში
გასულ კვირაში ჩელსის პირველი გუნდის სამმა ახალწვეულმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, ამის შესახებ ისაუბრა მარკო მარინიმ კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
23-წლის გერმანელმა აღმოაჩინა რამდენიმე ნაცნობი სახე ახალ გარემოში, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ შეეგუა, მაგრამ მოთამაშე თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ნელ-ნელა იგი ეგუება ჩელსის ცხოვრების რიტმს.
მოთამაშის სალაპარაკო ინგლისური ძალიან კარგია - გერმანიაში პირველადი სწავლების გარდა მარკოს ბრემენის ვერდერშიც მოუწია ინგლისურის სწავლა, რადგან თავის თაანგუნდელებთან, რომლებთაც არ ესმოდათ გერმანული, ჰქონოდა კავშირი.
ახლა იგი შეუერთდა მრავალეროვნულ კლუბს, სადაც ჩვეულებრივი კომუნიკაციის ენაა, თუმცა განსხვავებაა ყოველდღიურ ურთიერთობებში.
„ვარჯიში ძალიან მკაცრ რეჟიმშია, - აცხადებს მარინი კობჰემის ბაზაზე 90-წუთიანი წრთვნის შემდეგ. - მე ძალიან მომეწონა აქ ვარჯიში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ბურთთან ერთად. გერმანიაში წინასასეზონო მზადებას ფაქტიურად ბურთის გარეშე გავდიოდით.“
„ხანდახან გავდიოდით სავარჯიშოდ და აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ წინასასეზონო ვარჯიშის დროს. სეზონის მიმდინარეობის პარალელურად ჩვენ ბურთთან ერთად ბევრს ვმუშაობდით.“
„ასევე აღსანიშნავია, რომ აქ ბიჭები ბურთს კარგად ფლობენ, ყველა ძალიან ტექნიკურია და ვარჯიში რაღაც განსაკუთრებულია, გერმანიაში არ არსებობს სავარჯიშო ბაზა, ასე რომ, ძალიან შთამბეჭდავია აქაურობა ახალგაზრდებისთვის.“
ის გადაწყვეტილება, რომ მარინი გადავიდა ლონდონურ კლუბში, მოთამაშემ აპრილის ბოლოს მიიღო, როცა ჯერ არ იყო დასრულებული სეზონი ინგლისსა და გერმანიაში. მან უყურა ჩემპიონთა ლიგის ფინალს და იცოდა, რომ გადავიდოდა იმ კლუბში, რომელმაც შემდეგ გაიმარჯვა ხსენებულ მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენელები საკუთარ კედლებში თამაშობდნენ.
მატჩის შემდეგ მარინი მიხვდა, რომ ჰქონდა ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის შანსი, ვინაიდან მაინ იცოდა, რომ ჩელსი ინტერესდებოდა მისით.
„როდესაც მე შევიტყვე ჩელსის ინტერესის შესახებ, ძალიან გახარებული ვიყავი. თამაში სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით ინგლისში, ძალიან საინტერესოა, პრემიერლიგა ჩემთვის საუკეთესო ჩემპიონატია, არა იმიტომ, რომ აქ გერმანიის მსგავსად სტადიონები ყოველთვის შევსებულია, არამედ იმიტომ, რომ აქ სტადიონებზე განსხვავებული ატმოსფეროა.“
„მე ვითამაშე რამდენიმე მატჩი ინგლისში, დროა სრულად შევიგრძნო აქ არსებული დაძაბულობა და თამაშის შოკისმომგვრელად სწრაფი ტემპი.“
მარინიმ გერმანიის ნაკრებში 16 მატჩის გამართვა უკვე მოასწრო, თუმცა ბოლოს 2010-წლის მსოფლიო მუნდიალზე მოირგო ბუნდესნაკრების მაისური. სავსებით ნორმალურია, რომ მას სურს ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნება, მან კარგად იცის, რომ ნაკრების მწვრთნელი აუცილებლად დააკვირდება მას ბუნდესლიგის მიღმა. ამჟამად გერმანიის ნაკრებში შიდა ჩემპიონატის გარეთ მოთამაშე ფეხბურთელებიდან მხოლოდ რამდენიმეა - მადრიდის რეალის ნახევარმცველები მესუტ ოზილი და სამი ხედირა, ასევე არსენალის ახალწვეული ლუკაშ პოდოლსკი.
„თუ ითამაშებ ისეთ გ უნდში, როგორიც ჩელსია, შენ მუდმივად იქნები ყურადღების ცენტრში, არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელს მსოფლიოში, ასე რომ, ლოგიკური იქნება, თუ გერმანიის ნაკრებში მომეცემა თამაშის შანსი,“ - აცხადებს მარინი.
„მე გადავწყვიტე სხვა ქვეყანაში თამაში, რადგან უბრალოდ არ მეშინია, რომ აქ ვითამაშებ. ეს არ ნიშნავს, რომ მე გერმანია არ მიყვარს, უბრალოდ ჩელსი უდიდესი კლუბია. ისინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ.“
„რა თქმა უნდა, ვიცნობ ლუკაშ პოდოლსკის, ჩვენ ერთად ვთამაშობდით ნაკრებში. ორი წელი ვითამაშე პერ მერტესაკერთან ერთად ვერდერში, სანამ ის არსენალში გადავიდოდა, მე მასთან უფრო კარგი ურთიერთობა ამქვს, ვიდრე ლუკაშთან.“
გასულ პარასკევს ბრანისლავ ივანოვიჩმა განაცხადა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, რომ პირველივე შეხვედრის შემდეგ, როდესაც სერბეთი გერმანიას ეთამაშებოდა ორი წლის წინათ სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე, დაუამხანაგდა მარინს, ახლა კი მარკომ მას უპასუხა.
„ყველამ იცის, რომ მე ყოფილ იუგოსლავიაში დავიბადე, ასე რომ, მატჩის შემდეგ სერბებთან ცოტა გავისაუბრე. როდესაც გაიგო ბრანისლავმა, რომ მე ჩელსიში გადავდიოდი, მას ველაპარაკე და ძალიან დამეხმარა. კარგია, რომ არის აქ ადამიანი, რომელიც ჩემს ენაზე საუბრობს.“
„მასთან ერთად ლონდონური რესტორნების შემოვლა უკვე მოვასწარი, მაგრამ ჩვენ არ ვყოფილვართ სერბულ რესტორანში.“
ახლა ჩელსის ახალწვეულს საშუალება ექნება გუნდის ყველა მოთამაშე ნახოს, ისინი ორი კვირის განმავლობაში ერთად იქნებიან ამერიკულ ტურნეზე.
„წინასასეზონო მზადებას ვერდერთან ერთად ავსტრიაში გავდიოდი, - იხსენებს იგი. - რამდენიმეჯერ ვიყავი ესპანეთსა და თურქეთში, მაგრამ არასოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე იქ ვიყავი დასასვენებლად, მაგრამ გუნდთან ერთად არ ვყოფილვარ. პირველი მიზეზი, რის გამოც იქ მივდივართ, ეს არის მომზადება და რაც მთავარია - სათამაშო ფორმის მოპოვება.“
საინტერესოა