#32126216 · 14 Jul 2012, 16:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯგუფში ჩარჩებიან აბა რა იქნება - მოიგებენ ბუნდესს და მეორე დღესვე იმაზე იწყებენ ფიქრს, რომელი ლიდერი რომელ კლუბს მიასაღონ უფრო ძვირად. აგერ ეს დორტმუნდი უახლოესი წლების მანძილზე ძალიან სტაბილურ და ძლიერ გუნდად შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ კაგავა გაუშვეს, პოლონელებს უშვებენ და მარტო როისი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თავის დროზე იგივე ქნა ვოლფსბურგმა, იმის წინ შტუტგარტმა და ა.შ.
ერთადერთი სტაბილური გუნდი გერმანიაშია ბაიერნია და ნუ ასე თუ ისე შალკეც. დანარჩენი გუნდები რიგ-რიგობით გამოანათებენ თითო სეზონში ერთხელ ხოლმე. აგერ გლადბახი შარშანწინ პლეი-ოფით დარჩა ბუნდესში და წელს ლიგაზე გავიდა. ხო ადვილი გამოსაცნობია რა ბედი ელის ლიგაზე?
|