მაინცდამაინც დიდი არაფერი მაგრამ ელიუნუსი მოიყვანეს ბაზელიდან 18 მილიონად.
კიდე არმსტრონგი სელტიკიდან 8 მილიონად. ცენტრალური ნახევარმცველია. არაუშავს რა ისეთია.
მეკარე მოიყვანეს 12 მილიონად. ანგუს განი. სიტის ეკუთვნოდა და წინა სეზონში ნორვიჩში ყავდა განთხოვრებული. 22 წლისაა. ფორსტერს ხო არ უშვებენ? ტყუილად არ იყიდდნენ.
კიდე კლასი დაბრუნდა იჯარიდან. იქნებ ათამაშდეს და შეეწყოს გუნდს.
ტადიჩი წავიდა აიაქსში 12-ად და ძალიან დააკლდება გუნდს.

საკმაოდ კარგი გუნდია მთლიანობაში და ვნახოთ ჰიუზი რას იზამს.
მეკარეები:
ფორსტერი და
განი. კარში პრობლემა არ იქნება არანაირი. მაკკარტი და როუზი ვერ ითამაშებენ.
მცველები: მარჯვნივ
სუარეში. ცენტრში
იოშიდა,
ბედნარეკი და
ჰუდტი. მარცხნივ
ბერტრანდი, ტარგეტი ერთი-ორჯერ შეცვლის ალბათ. აქაც კარგი დაცვის ხაზი აეწყობა.
ნახევარმცველები:
ლემინა,
რომეუ,
კლასი,
უორდ-პროუზი,
ჰიოიებერგი,
არმსტრონგი. დეივისი კაპიტანია და ვერ მოაშორებენ ძირითადს, მაგრამ დაბერდა და კარგი იქნება რომ სათადარიგოზე გადაჯდეს. რიდი და მაკქვინი თასებზე გამოვლენ ალბათ სათამაშოდ.
შემტევები:
ბუფალი,
რედმონდი,
ელიუნუსი,
გაბიადინი,
ოსტინი და
ლონგი. არაუშავთ ამათ. სიმსი და გალაჰერი სათადრიგოდან შემოვლენ ერთი-ორ თამაშში.
კიდე თუ დაიმატეს ვინმე ვნახოთ. ზოგის გაშვებაც მოსალოდნელია ტრადიციულად, მარტო ტადიჩით არ დაკმაყოფილდებიან.