ერთი რაც არ მომწონს და არ მინდა, დაცვაში როტაციები არ დაიწყოს ოფიციალურ მატჩებში
არადა აქვს მაგისკენ მიდრეკილება. დააყენოს ერთი მყარი დაცვის დუეტი - ბოატენგი-ბადშტუბერი, თუ ძალიან არ ჩააგდო რომელიმემ, ენდოს, თუ არადა მერე დააყენოს დანტე
იმედი მაქვს ეგ დუეტი წელს უფრო შეთამაშებული იქნება, გამოცდილება და კლასიც მოემატებათ და დიდად არ მეშინია დაცვის ხაზის
ლამმაც წესით არ უნდა დაუშვას შარშანდელი შეცდომები, ასეთი კლასის მცველისგან აღარც არის მოსალოდნელი
ნუ ალაბა გასაგებია და წესით ძალიან კარგი დაცვა გვყავს
წინ რაც შეეხება, აი მანდ კი მართლა საროტაციოა და ძლივს კადრებიც არსებობს მართლაც და ეგ ყველაზე მეტად მახარებს
წესით იგივე პრობლემა, რაც შარშან გვჭირდა, ანუ შემოვარტყამდით ალყას მეტოქსი საჯარიმოს და ვაგორავებდით ბურთს, გასაღებს ვერ ვურგებდით, აღარ უნდა მოხდეს ხოლმე ხშირად, რადგან სკამიდან ენერგიული-ტექნიკური შემქმნელები არეულობას შეიტანენ მეტოქის დაცვაში + მიულერის კარგი სეზონი, რისაც ძალიან მეიმედება + მოტივაცია, შემართება და ა.შ. რაზეც ზამერი იზრუნებს....... და რავიცი ესპანურ გუნდებთან ერთად ყველაზე ძლიერად ბაიერნს ვხედავ და იმედიც მაქვს, მიუხედავად გასული სეზონის კატასტროფისა, ჩვენც ხომ უნდა გავიხაროთ ერთხელ