დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩატარებული სუპერ თასის ფინალი მიუნხენელთათვის "გახურებასთან" ასოცირდებოდა, რაც შეეხება გერმანიის თასზე "რეგენსბურგთან" ჩატარებულ მატჩს, ეს უკვე სერიოზული გამოწვევა გახლდათ, ტურნირთა რანგიდან გამომდინარე.
ყველაფერი კი ეხლა იწყება! "ბაიერნი" მის პირველ შეხვედრას ბუნდესლიგის ეგიდით შაბათს, დებიუტანტ "გროიტერ ფიურტთან" გამართავს. "პაუზა საკმარისად ხანგრძლივი იყო. გვახარებს ის ფაქტი, რომ სეზონის სტარტი მოახლოვდა." -აცხადებს გუნდის კიპერი, მანუელ ნოიერი. ფილიპ ლამი კი თავისხმრივ ამატებს: "მთელი კვირის მანძილზე ამ მატჩისთვის მთელი ენთუზიაზმით ვემზადებოდით. ეს ბუნდელსიგის ნამდვილი სტარტია."
"ფიურტის" მოთამაშეებმა გასული სეზონი ბავარიელებზე დაახლოებით რვა კვირით ადრე დაასრულეს, რაც მოწინააღმდეგის უკეთეს ფიზიკურ კონდინციებზე უნდა მეტყველებდეს. "რეკორდმეისტერის" სპოირტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა მოსამზადებელი ეტაპის შესახებ შემდეგი განაცხადა: "ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვვარჯიშობდით, იმისდა მიუხედავადაც კი, რომ არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა ლაზარეთში." -განაცხადა 44 წლის სპეციალისტმა.
ლამი: "გასულ ორ სეზონში ტიტულების მოგება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ეს მიზანი ჩვენში არ განელებულა. ძალიან სასარგებლო გამოცდილება შევიძინეთ. ჩვენ კარგად ვიცით, სად დავუშვით შეცდომები, მისი აღმოფხვრის თეორემაზე კი სეზონის წინა სამზადისისას ვვარჯიშობდით. დისციპლინა მოედანზე და პრესინგით თამაში აუცილებელია. ყოველ შეხვედრაში თუ გამარჯვებას ვერ შევძლებთ, ერთი ქულის აღება მაინც უნდა მოვახერხოთ."
ფილიპის თანაგუნდელი, მანუელ ნოიერი კი მკაფიოდ საუბრობს, რომ გუნდი არ აპირებს რაიმე ექსცესებზე წასვლას: "ჩვენ თავიდანვე გვსურს ყველას დავანახოთ, რომ ძლიერები ვართ და გერმანიის საუკეთესო გუნდის წოდების დაბრუნება გვსურს."
ის, რომ გუნდის ლაზარეთში ამ დროისთვის მარიო გომესი, ვან ბუიტენი, დიეგო კონტენტო, დავიდ ალაბა, ემრე ჩანი და ფრენკ რიბერი იმყოფებიან, "ბაიერნისთვის" დიდ პრობლემებს არ ქმნის. ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებს 26 წლის გერმანელი კარის დარაჯი: "ჩვენ უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ზაფხულში ნამდვილად კარგი შევსება მივიღეთ და ჩვენი გუნდიც უფრო გაძლიერდა. შაბათს ამას დავამტკიცებთ."
"ბაიერნს" შაბათს უბრალო ამოცანის შესრულება და არასერიოზული მატჩის გამართვა არ მოუწევს. ნოიერი: "ამ გუნდის სურვილია, რომელიც პირველ ბუნდესლიგაში მათი მონდომების და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე აღზევდა, კარგი ფიფიზკური კონდინციების მეშვეობვით, შეეცდება ცხოვრება გაგვირთულოს." -განაცხადა ნოიერმა, ზამერმა კი დაამატა: "წინ ძალიან რთული ამოცანის შესრულება მოგვიწევს და ვიცით, რომ ამ მატჩისთვის არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა ვიყოთ."
http://bayern.ge/index.php?newsid=5554მზადავართო და ფიურტი უნდა გავღუნოთ))
შარშანდელი პირველი ტური რომ მახსენდება ცუდად ვხდები ფუი ბლიად )