ბრიტანული Talksport-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” მზად არის კლუბის მცველი ალექსანდრ კოლაროვი ტურინის “იუვენტუსში” გაუშვას, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.
26-წლის ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია “ბებერ სინიორას” უკავშირებენ. კოლაროვმა “ქალაქელთა” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ამიტომ არც ის არის “იუვეში” გადასვლის წინააღმდეგი.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბიანკონერი” სერბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 7,1 მილიონ ფუნტს იხდის, თუმცა “სიტი” კოლაროვშ 9,5 მილიონს ითხოვს.
მიმაგრებული სურათი