რა დავწერო არ ვიცი
არადა პირველი 15 წუთი ვითამაშეთ იდეალურად.
დაცვა ჩავარდა, როგორც ყოველთვის. ინგლისის ცენტრი, რომ მაგარი იყოს ნაკრებშიც ეშველებოდათ, რაღა ჩელსიში იფრენენ.
ლამპარდის პასიურობა უკვე თვალშისაცემია. აშკარად ვერ ყვება გუნდს ტემპში, უჭირს სწრაფად მოქმედება. რამდენჯერმე დააგვიანა, ბევრჯერ უმისამართო პასი გააკეთა. ერთერთი უსუსტესია მოედანზე კეჰილთან ერთად.
მიკელი მაინც ზარალია!!! რაც არ უნდა მაგარი ჩამშლელი იყოს, კრეატივი 0 აქვს ტიპს. წინ ვერ იყურება, მხოლოდ უკან პასის მიცემაზე ფიქრობს.
მეირლეშით უნდა ჩაანაცვლონ და არა მხოლოდ ამ თამაშში!!
მატა-აზარი შესანიშნავი წყვილია

იმედია ოსკარსაც მიუყენებს გვერდით მატეო.
კარგი ტაქტიკით ვთამაშობთ, ორივე გოლი პირადად ფეხბურთლების სინდისზეა. პირველი კოულის/კეჰილის, მეორე ჩეხის.
ტორესი წინა მატჩთან შედარებით, ოდნავ გამოსწორებულია. იბრძვის მაინც და 1-2 კარგი გარღვევაც გააკეთა

რომ არა რამირესის იდიოტობა გოლსაც გაიტანდა.
მიკელი -> მეირლეში
ლამპარდი ->ოსკარი
კოული ->ბერტნარი
This post has been edited by Zeon on 22 Aug 2012, 23:42
J-Wall.