უსაშინლესი მეორე ტაიმი, არ მესმის რატომ გავთმეთ ასე სათამაშო ინიციატივა და მივეცით პარმას თამაშის საშუალება, მაურიმ ერთი გაუაზრებელი მოქმედების გამო კინაღამ თამაში წაგვაგებინა, შეცდომა იყო ბიავას გაყვანა, ყველას ხომ არ შეცვლი ვინც ყვითელ ბარათს მიიღებს, არადა ბიავა სული და გულია დაცვის რომლის დამაჯერებელი თამაში ჰაერივით გვჭირდებოდა, პენალტის შემდეგ ბელფოდილმა კინაღამ მეორეც შეგვიგდო რომ არა ბიძარი ურთულესი იქნებოდა ამ თამაშის შემოტრიალება და ეს მომენტი ჩემი აზრით სწორედ კანას მცველობის ნიჭის გამო მოხდა, პერეხვატზე უნდა მდგარიყო და სადღაც უკან ჩაიკარგა, ბიავას ასეთ რამეს არ გააკეთებდა, კიდევ ჰქონდა ბევრი წვრილი შეცდომა რომელიც არ სჩანდა მაგრამ ერთი ნათელი იყო ბოლო წუთებზე მხოლოდ ციანი იყო დაცვაში. მე ძალიან მომწონს მიკელე ძალიან დამაჯეებელია, მეორე სართულს არ აგებს, ერთი ერთზე ურთულესია მისი მოტყუება და პოზიციურადაც საკაიფოდ ჩაჯდა გუნდში, დიასის ტრამვის მერე თამაშიდან ბურთი არ გაგვიშვია უკვე 360 წუთია, დიასი უფრო ბიავას თუ გაუწევს კონკურენციას ისევ ასაკიდან გამომდინარე, რაც ძალიან მახარებს. და დიაკიტემ საერთოდ გააჯვას არ გვჭირდება ზედმეტი ხალხი.
ისევ ციანიზე გავაგრძელებ რატომ ვარ ამ კაცით ასე აღფრთოვანებული, ზემოთ ჩამოთვლილების გარდა დღეს ერთმა მომენტმა მომხიბლა, თითქმის მოედნის ცენტრიდან კროსში დაჯაბნა ბიაბიანი, ის ბიაბიანი რომელიც მთელმა ინტერმა ვერაფრით გააჩერა და აიკლო მარჯვენა ფლანგი, ეს ჩემი აზრით ძაან დასამახსოვრებელი მომენტი იყო. ნუ ჰქონდა რაღაც ძალიან წვრილმანი ტექნიკური ხარვეზები მაგრამ მთლიანობაში ძალიან აგრესიულდა და მიზანმიმართულად ითამაშა.
უკვე მეორე თამაშია კავანდა მოწოდების სიმაღლეზეა, რაც ძალიან მახარებს მარჯვენა ფლანგზე ღირსეული კონკურენცია იქნება, რადუ როგორც ყოველთვის ძალიან დამაჯერებელია, ბიავა კი მაოცებს დიდწილად მისი დამსახურებაა დღევანდელი ასე მნიშვნელოვანი 3 ქულა.
ლედესმა ცდებოდა ხოლმე მაგრამ მთლიანობაში დამაჯეებლად ითამაშა, გონსალესი გარდა თავგანწირული თამაშისა უკვე მეორე თამაშია უმნიშვნელოვანესია გუნდისთვის, წინა თამაშში ულამაზესი გოლი და ეხლა დაღეჭილი 3 ქულის მომტანი საგოლე გადაცემა კლოზეზე, ნელ ნელა ტექნიკაშიც იხვეწება ეს ბიჭი, მისი თამაშის ხარისხის გამოსწორება პეტკოს პირდაპირი დამსახურებაა, უპოვა სწორი პოზიცია და რეიასავით სინაზე გაბმული ძაღლივით არ დაარბენიებს მარჯვენა ფლანგზე, რაც აშკარად არაა მისი პოზიცია.
ერნანესი ნაკლებად შესამჩნევი იყო, ისევე როგორც მაური და ვეთანხმები პეტკოს ერნანესის შეცვლაში, სწორედ მისი ცვლილების მერე დავიბრუნეთ ბურთი გონსალესის ცენტრში გადასვლით და ლულიჩის აქტიურობით. ლულიჩი მომეწონა ძალიან მოტივირებული გამოვიდა...
კანდრევა ჩვეულად აქტიური იყო ბევრს დარბოდა და ამწვავებდა ფლანგზე, ბევრი იძახის სწორხაზოვანიაო მაგრამ ერთი ასეთი ფეხბურთელი აუცილებელია გუნდში რომელიც სულ ცდილობს გამწვავებას, მეორე ტაიმში კი ერთი ისეთი საკაიფო დაურტყა მირანტეს შორეული მარჯვენა კუთხიდან ლამის გოლი გაიტანა მაგრამ, მეკარემ საკაიფოდ მოიგერია....
კლოზე კლასია და ამით ყველაფერი ნათქვამია...
ხოლო მისი შემცვლელი კოზაკი მართლა კოზაკია, ნამდვილი გაუთლელი სტოლბა, იმენო ვერ ვიტან მის თამაშს, ბურთს ვერ აჩერებს, ვერ ურთყამს, პასს ვერ იძლევა, ვერ ატყუებს ვერ ბრძოლობს. საერთოდ რატომ გამოყავთ ვერ ვგებულობ? ფლოკარი გაცილებით სასარგებლოა გუნდურ თამაშში და მითუმეტეს ერთი ფორვარდით.
ერთ მომენტში ისეთ ბურთს ვერ დაარტყა მეორე ტაიმში კლოზე ათიდან ათივეს გადააგზავნიდა კარში, კაროჩე რა მაგარი ნერვების მომშლელი კაცია საერთოდ გასაგდებია გუნდიდან ჩემი აზრით არ მევასება ეგეთი აყლაყუდები...
ცუდი ის არის რომ ნაპოლიმაც მოიგო, რომამაც და ინტერმაც. იმედია ფიორენტინა მაინც გაგვახარებს საღამოს

მომდევნო ტური იქნება ძალიან საინტერესო ჩვენ ბოლონიასთან გვაქვს სამშაბათს და ბოლონიამ ატალანტას მოუგო რაც ძალიან კარგია ჩვენთვის, ხოლო ჩვენს უშუალო მეტოქეებს ურთიერთშეხვედრები აქვთ და დიდი შანსია ისევ სამეულში შევიდეთ, რომა ფიორენტინას ხვდება, ინტერი კი ნაპოლის....
მანამდე კი მარიბორთან უნდა ვითამაშოთ ჩვენთვის ხელსაყრელი ანგარიშით პირველი ადგილი აუცილებლად გვჭირდება ევროპაზე...