“არსენალი” ჰუნტელარში 6 მილიონს იხდის
5.12.2012 11:14
ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “არსენალის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე გელზენკირხენის “შალკეს” ფორვარდი – კლას-იან ჰუნტელარი იქნება. Mirror-ის ცნობით, “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერს თავდამსხმელის შეძენა 6 მილიონ ევროდ აქვს გადაწყვეტილი.
საქმე ისაა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ჰუნტელარს “შალკესთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. აქიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, გერმანელები ფორვარდს ზამთარში შეელიონ, თუნდაც დაბალ ფასად.
აღსანიშნავია, რომ “არსენალი” ჰუნტელარითYზაფხულშიც იყო დაინტერესებული, მაგრამ საქმე ოფიციალურ წინადადებამდე არ მისულა. შესაძლოა, ზამთარში ლონდონელები კიდევ ერთი შემტევით – ტიერი ანრით გაძლიერდნენ. მოგეხსენებათ, საუბარია “ნიუ იორკ რედ ბულსის” ვეტერანი მეგოლის 2-თვიან იჯარაზე.
10-ის გადახდაც ღირს თუ ფლოკარის 5 ლიმონად გავყიდით, სარატეც მოვიშოროთ და მათი ხელფასი ფუნტელარს მივცეთ, კლასია მაინც რაც არ უნდა იყოს
* * *
ბიანკი არ მინდა რაღაც, მიკოლი გაცილებით უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით თანაც ნაკლებში მოხვედრა უნდა და პალერმოდან ვერაფრით ვერ მოხვდა, მოტივაციაც საკაიფო ექნება.
ბიანკი კლოზესთან ერთად ვერ ითამაშებს და აი მიკოლი მშვენივრად შეეწყობა ჩემი აზრით...