გუშინ ორ რამეს მივაქციე ყურადღება
1) გუნდი მიზანდასახული გამოვიდა, ასეთი არ მახსოვს ბოლო წლებია. ყველამ იცოდა რა უნდა ეკეთებინა, სად უნდა მდგარიყო და რომელმომენტში როგორ უნდა ემოქმედა, ბოლო წუთებზე ერნანესი ამოვარდა სქემიდან და ციანიმაც ზუსტად მაგიტო დასცხო, პრინციპში მართალიც იყო იმიტო რო ბოლო მომენტებში ბევრი რამე წყდება და გულგრილობა აბსოლიტურად მიუღებელია.
2) გონსალესს პასი გამოუსწორდა ცოტა, მე მგონი კლოზე არც კი მოელოდა მაგისგან ასეთ გადაცემას, სასწაული პასი დადო გუშინ გონსალესმა ე.ი. თავის თავზე მუშაობს ეგ ბიჭი და თუ ასე გააგრძელა წინააღმდეგი არ ვიქნები მუდმივად ლაციოში დარჩეს და გუნდის ლეგენდა გახდეს ))
ლომის წვლილი შეიტანა გუშინდელ წარმატებაში ყველა გადამწყვეტ მომენტში აჯობა მეტოქეს განსაკუთრებით ბოლო მომენტს აღვნიშნავ, კარგ შეტევას იწყებდა მეტოქე, მოვიდა ჩვენი გონსალო და ისე სუფთად ისე აუღელვებლად წააძრო ბურთი ფეხიდან ჩემთვის პირადად მნიშვნელობით კლოზეს გოლს ცოტათი ჩამოუვარდებოდა

ყოჩაღ პეტკოს, ტაქტიკაც სწორი შეარჩია და გუნდის მოტივაციაც შეძლებია
ნუ კლოზე რო ძალიან მაღალი დონეა ამაზე დაწერაც აღარ ღირს და გაცვეთილი ფრაზაა უკვე
რაც შეეხება მომავალს:
კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ძირითადი შემადგენლობიდან ვინმეს გასხვისების, პირიქით უნდა დავიმატოთ ფეხბურთელები, ნელ-ნელა მოვაგროვოთ ისეთი სასტავი რომელსაც გრძელი მარათონის
დაძლევა შეეძლება, ჩემი აზრით ღირს სნეიდერის წამოყვანა ინტერიდან, ერნანესის ღირსეული შემცვლელი გვჭირდება ჯერ ერთი და მერე კიდე ევროპულ ტურნირებზე მისნაირი გამოცდილი ნახევარმცველი ძალიან გამოგვადგებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თავდამსხმელი გვჭირდება, მის გარეშე წარმოუდგენელია ისევ ლაციო შეტევა. არამგონია კლოზემ 22-ში თამაში შეძლოს და რა გვეშველება აზზე არ ვარ
მოკლედ ამ სატრანსფერო ბაზარზე გამოჩნდება რა მიზანი აქვს ლოტიტოს და როგორ უდგება საკითხს, ვნახავთ უდინეზეს ხელმძღვანელობისგან განსხვავდება აზროვნებით თუ არა.
ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში მაღალი კლასის მოთამაშეების ყოლა, გუშინ თამაში ზუსტად ასეთმა 2 ფეხბურთელმა გადაწყვიტა (მაური-კლოზე) მაური ფიზიკურად შარშანდელის ნახევარიც აღარ არის, თუმცა კლასის ხარჯზე ჯერ კიდევ ახერხებს რაღაცას, მაგრამ მასაც ჭირდება ღირსეული შემცვლელი უკვე, ტრამვა რო მიიღის არც მაგის შემცვლელი მოგვეპოვება სამწუხაროდ.