იტალიური "მილანის" ახალწვეულის, კრისტიან საპატას განცხადებით, იგი დაამტკიცებს, რომ "როსონერიში" თამაშის ღირსია.
საპატას "მილანში" გადასვლა საკმაოდ მოულოდნელი იყო. იტალიელები ტიაგუ სილვას შემცვლელს ეძებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მასიმილიანო ალეგრის უმაღლესი დონის ცენტრალური მცველი სჭირდებოდა. მოულოდნელად, "მილანში" ესპანეთის პრიმერადან გავარდნილი "ვილიარეალის" უკანახაზელი გადავიდა.
"მილანში" იმიტომ გადავედი, რომ ეს შესანიშნავი გუნდია, რომელიც ტიტულებისთვის ყოველთვის იბრძვის. ის ფაქტი, რომ ტიაგუ სილვას შეცვლა მომიწევს, ჩემს თამაშზე გავლენას ვერ მოახდენს. არანაირი ზეწოლა არ მაშინებს. უბრალოდ დავამტკიცებ, რომ "მილანში" თამაშის ღირსი ვარ.
ცენტრალური მცველი ვარ, მაგრამ თამაში მარჯვნივაც შემიძლია. ზოგჯერ, "ვილიარეალში", ამ პოზიციაზეც ვთამაშობდი.
ესპანეთში გადასვლამდე, 6 წელი იტალიაში ვთამაშობდი. მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს სახლში დავბრუნდი" - აცხადებს კოლუმბიელი მცველი, რომელიც "მილანში" არენდის წესით ითამაშებს.
მიმაგრებული სურათი