სტივი: “იუნაიტედს” ვუნდოდი, “რეალს” ვუნდოდი, მაგრამ ცხოვრებით “ლივერპულელი” ვარ!
Daily Mail-ის ჟურნალისტმა მეტ ლოუტონმა “ლივერპულის” ლეგენდას სტივენ ჯერარდს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.
დრო იყო როცა “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდალურმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა სტივენ ჯერარდს ინგლისის ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი უწოდა.
ალბათ იმიტომ რომ იყო და შეიძლება დღესაც არის, თუმცა იმიტომაც, რომ ფერგიუსონს სურდა ჯერარდს ენფილდი დაეტოვებინა და ოლდ ტრაფორდზე გადასულიყო.
ჯერარდმა ინტერვიუში აღიარა, რომ მოურინიომ მარტო სამჯერ სცადა მისი გადაბირება, თუმცა მას არაფერი გამოსვლია. ორჯერ “ჩელსიში” უნდოდა სტივის გადაყვანა ერთხელ ესპანეთში.
ჯერარდი მეტ ლოუტონს ამ კვირას ესაუბრა მელვუდზე ვარჯიშის შემდეგ. ლოუტონი აღიარებს რომ ის მუდამ და ახლაც ძალიან კარგი მოსაუბრეა.
სტივის მთელი თავისი ცხოვრება “ლივერპულში” აქვს გატარებული და კლუბზე უამარვი რამ იცის. მან ძალიან გახსნილად ისაუბრა “ლივერპულის” 22 წლიან პრმეირლიგურ შესვენებაზე. თუ რატომ ვერ მაოხერხა და ვერ ახერხებს “ლივერპული” სანუკვარი ჯილდოს დასაკუთრებას.
ჯერარდს ბრენდან როჯერსის ძალიან ეიმედება. მას ძალიან მოსწონს მისი სტილი და მისი ჩატარებული სამუშაო კლუბში.
სტივიმ ყველა ძველ საიდუმლოსა და ეჭვს ფარდა ახადა.
“იმის შესახებ თუ რა ხდებოდა ბოლო 10 წლის მანძილზე ხალხმა ნამდვილად ცოტა რამ იცის. მათ ჰგონიათ, რომ მოურინიომ მე მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს შემომთავაზა “ჩელსიში” წასვლა, თუმცა ეს რამდენჯერმე განმეორდა.”
“მაშინდელ ორ საუკეთესო მენეჯრს უნდოდა, რომ მათ გუნდში მეთამაშა.”
“გერი ნევილმა მითხრა, რომ მას(ფერგიუსონს) ვუნდოდი. მაგრამ ალბათ თქვენც გესმით, რომ ჩემთვის “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში შეუძლებელი იყო. არასოდეს მდომნია “მანჩესტერში” თამაში. ეს ფანტასტიური გუნდია, თუმცა მე ჩვენს შორის არსებული მეტოქეობა მაკავებდა. ვერც გერი შეძლებდა ჩვენთან თამაშს.”
“შეიძლება ფერგიუსონს ვუნდოდი, მაგრამ ემ არ მინდოდა იქ თამაში. ეს შეუძლებელი იყო.”
“რა თქმა უნდა მაურინიოს სიტუაცია განსხვავებული იყო. იმ დროისთვის ეს კლუბი ძალიან ძლიერი იყო, თუმცა უარი უნდა მეთქვა და მე ეს იმ წელსაც და შემდეგ წელსაც გავაკეთე.”
“მაგრამ როცა ის ორი წლის შემდეგ “რეალში” მივიდა ის ისევ დაბრუნდა ჩემთან. “ბარსელონას” და “რეალს” მუდამ უძლიერესი ფეხბურთელები უნდოდათ და სჭირდებოდათ, ესეიგი მეც ასეთი ვიყავი, თუმცა მე აქ ბედნიერი ვიყავი, კარგად ვგრძონობდი თავს და მიყვარდა ეს კლუბი.”
მეორე თემა რაზეც ჯერარდმა ისაუბრა ჯეიმი კარაგერია. კარაგერი და ჯერარდი განუყოფელი წყვილია. ეს წყვილი დღესაც და მუდამ “ლივერპულის” გულისცემა იყო და არის. 80-იანების მერე ალბათ “ლივერპულის” ყველაზე კარგი ფოტო 2005 წელსაა გადაღებული, როცა კარაგერი და ჯერარდი ჩემპიონთა ლიგის თასს ერთად სწევვენ. თუმცა დღეს ჯიმიმ პირველ გუნდში ადგილი დაკარგა და წელს მისი “ლივერპულული” კონტრაქტის ბოლო წელი დაიწყო.
“არამგონია კარაგერი მას შემდეგ რაც ის გუნდს დატოვებს შესაბამისად დაფასებული იყოს. როცა შენ ადგილობრივი ფეხბურთელი ხარ ორმაგად ძნელი და მნიშვენლოვანია ყველაფერი. კარაგერი გუნდში უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მოედანზე, თუ მოედნის მიღმა.”
“აქ ყველა ბავშვი მას უყურებს. მას ყველას გაზრდა შეუძლია, ის კლუბში უდიდეს როლს ასრულებს. არამგონია ეს ყველას ბოლომდე ესმოდეს.”
“იმედი მაქვს, რომ კლუბი შეეცდება და მას თავისთან დატოვებს, რადგან მართლაც უდიდეს როლს ასრულებს გუნდში.”
ჯერარდმა კლუბის და კლუბში საკუთარ მომავალზეც ისაუბრა. მისი თქმით იანვარში კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ნიშნავდა კლუბში კარიერის დასრულებამდე დარჩენას.
თუმცა კონტრაქტი ჯერარდს “ლივერპულთან” მხოლოდ შემდეგი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მაშინ სტივი უკვე 34 წლის იქნება.
“მინდა კლუბის ელჩი ვიყო.”-დაამატა სტივიმ. “ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არაა, ეს მხოლოდ ჩემი შეთავაზებაა. სიმართელს გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი რას ვიზავ ორი-სამი წლის შემდეგ.”
დიდი შანსია ჯერარდმა სულ მალე მოედანი მიატოვოს და მწვრთნელობასაც მიჰყოს ხელი. რთული მისახვედრი არაა, რომ სტივი “ლივერპულის” გარდა სხვა გუნდს არ გაწვრთნის. მას ამაზეც ჰკითხეს.
“იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მალე არ იქნება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ბრენდან როჯერსი უნდა მოხსნან, მას კი უნდა რომ აქ დიდი ხნის მანძილზე იყოს.”
“მესმის რასაც მეუბნებით, მაგრამ თუ ბრენდანი შეძლებს და გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს და დარწმუნებული ვარ რომ დაუბრუნებს, მაშინ არამგონია ფანებმა ასეთ რაღაცეებზე იდარდონ.”
“ხალხი ასეთ რაღაცეებს ყურადღებას მაშინ მიაქცევს როცა გუნდში წარმატება არ იქნება. მოდი უბრალოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მალე არ მოხდება და მე მაინც მუდამ “ლივეპულში” ვიქნები. არც მინდა, რომ მწვრთნელობაზე ვიფიქრო, უბრალოდ ახლა თამაში მინდა და იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდი ხანი შევძლებ ამას.”
სტივენ ჯერარდმა ლიგის ვერმოუგებლობაზეც ისაუბრა. ის არც ბენიტესს, არც მფლობელებს და არც მასკერანოს არ აბრალებს ამას.
“აზრი არ აქვს იმას, რომ ვინმეს დავაბრალო. ჩვენ ლიგა ვერ მოვიგეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მფლობელებმა მიგვატოვეს, ბენიტესმა ალონსო გაშუვა და მასკერანოს “ბარსელონაში” წასვლა უნდოდა.”
“ლიგა ვერ მოვიგეთ, მაგრამ ერთ სეზონს ჩვენ მეორე ადგილზე დავამთავრეთ. იმ სეზონში 2-3 სულელური მატჩი სახლში ფრედ დავამთავრეთ. მაშინ მე იქ ვიყავი და მაშინ მე “ლივერპულის” ფეხბურთელი ვიყავი. იმ წარუმატებლობაში მეც მიმიძღვის წვლილი და სანამ სხვებს დავადანაშაულებ იქამდე ჩემი თავისაც უნდა ვთქვა. ფეხბურთში ადვილია სხვა ხალხის დადანაშაულება.”
“რა თქმა უნდა ეს ჩემს კარიერაში უდიდესი ლაქაა და შეიძლება მე პრემიერლიგა ვეღარც მოვიგო.”
“მაგრამ მე უკვე ძალიან ბევრი გავაკეთე. არაფერზე ვნანობ. ძალიან მინდოდა პრემიერლიგის მოგება. ახლაც ძალიან მინდა. თუმცა ვიცი, რომ რეალისტი უნდა ვიყო და მივხვდე, რომ როცა კლუბი ლიგას კიდევ მოიგებს მე უკვე ვეღარ შევძლებ თამაშს.”
“მაგრამ რა ვქნა? ადვილია იმის თქმა, რომ წასვლა მინდა. ვთქვათ, რომ კლუბისთვის საკმარისი გავაკეთე, მაგრამ ასე არაა. მეტი მინდა. თუმცა მე საუკეთესო თასი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. შეიძლება ჩემზე თქვან, რომ მე პრემიერლიგა ვერ მოვიგე, მაგრამ მე ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. არიან ისეთები ვისაც პრემიერლიგა მოგებული აქვთ, თუმცა ხელში არ სჭერიათ ჩემპიონთა ლიგის თასი.”
“მე ამ გუნდის კაპიტანი ვარ და მივაღწიე იმის 90%-ს რისი გაკეთებაც მსურდა.”
“ასევე მე-100 მატჩს მივუახლოვდი ინგლისის ნაკრების მაისურით. მე ჩემს ქვეყანას ვუკაპიტნე, მე “ლივერპულს” ვუკაპიტნე და მოვიგე თასები. ახლა ისევ იმაზე ვფიქრობ რისი მიღწევა შემიძლია მომავალში, შემდეგ 2-3 წელში იქამდე სანამ ისევ მექნება თამაშის ძალა.”
სტივი შემდეგ ორ-სამ წელს ოპტიმისტურად უყურებს და არამხოლოდ როჯერსის გამო. სტივის ზალიან მოსწონს ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს გუნდში არაიან. სტივის ძალიან მოსწონს “ლივერპულის” უელსელი ახალწვეული ჯო ალენი.
“ნებისმიერ გუნდს, რომელსაც ჰყავს ორი ისეთი ნახევარმცველი, როგორებიც ალონსო და მასკერანო არიან აქვს შანსი და როცა მათ კარგავ, ეს ძალიან მტკივნეულია.”-დაამატა სტივიმ. “ჩვენ მათი ჩაანცვლება ვეღარ მოვახერხეთ და ამ შემთხვევაში გუნდი ეფექტურობას კრგავს, ისე როგორც ეს ჩვენ მოგვივიდა.”
“ყოველთვის როცა წარმატებას ვაღწევდით, 2001, 2005 და 2006 წლებში გვყავდა ტოპ კლასის ფეხბურთელები. ვფიქრობ ჯო ალენი ძალიან კარგად მოერგო გუნდს. მგონი უსამართლობაა ახლა მისი ალონსოსთან ან მასკერანოსთან შედარება, მაგრამ ის “ლივერპულის” ნამდვილ ფეხბურთელს ჰგავს. აი ამიტომ შეუძლია მას ასე კარგად პასების გაკეთება, აი ამიტომაა ბურთი უსაფრთხოთ, როცა ის ჯოსთანაა. შეგიძლია მას ენდო, ის კლუბსითვის ძალიან ბევრს შრომობს და ის ეგოისტი არაა.”
“ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ კიდევ მილიონი მილით შორს ვართ, მაგრამ ეს ასე არაა. აქ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყას და თუ თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს, მაშინ ოთხეულში დაბრუნებასაც შევძლებთ. როცა “მანჩესტერ იუნაიტედს”, “სიტისა” და “ჩელსის” შეხედავ ცოტა ძნელად მოგეჩვენება ეს, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენ ისეთივე ძლიერები ვართ როგორც დანარჩენები.”
“კლუბმა ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრი დარტყმა მიიღო და ახლა ამდენი დარტყმის შემდეგ ჩვენ აღდგენას ვიწყებთ, სწორედ ეს აღდგენაა ჩვენი წარმატების გასაღები.”
“აქ კენი ისე განიხილება, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედში” სერ ალექს ფერგიუსონი. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ კენი თანამდებობიდან მოხსნეს.”
“ფანებსა და კენის შორის ურთიერთობა არასოდეს შეიცვლება. ეს ცოტა რთული რამეა.”
ჯერარდმა ბრენდან როჯერსზეც ისაუბრა. ჯერარდს ძალიან მოსწონს, რომ ბრენდანი ისტორიას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, როცა როჯერსი გუნდში მოვიდა, მან მელვუდზე კედლები შენკლის და პეისლის ფოტოებით დააფარინა. როჯერსი ამას გუნდის შთაგონბისათვის იყენებს და არა დაშინებისთვის.
“მე ინგლისელებთან როჯერსზე ბევრი ვისაუბრე და სიტყვა არავის ყოფნის მის ასაღწერად. ჯო კოულთან ძალიან ბევრი ლაპარაკი გამომივიდა როჯერსზე. დიდი მწვრთნელი, დიდი კაცი. ძალიან მომთხოვნი. უნდა, რომ ძალიან ბევრი იმუშაო.”
“რა თქმა უნდა ამას დრო სჭირდება. ერთ ღამეში ამას ვერ შეძლებ. მაგრამ უკვე ვხედავ იმის ნიშნებს, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის.”
“”ვესტ ბრომვიჩთან” საშინელი შედეგი გვქონდა, თუმცა უკვე 4-5 თამაშში ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშებთ. მან თქვა, რომ აღმასვლაც იქნება და დაღმასვლაც, თუმცა არამგონია ბევრი წარუმატებლობა იყოს.”
“მას ისეთი თამაშის სტილი აქვს, რომ მგონი ბევრ კლუბს მასთან თამაში გაუჭირდება. გასულ კვირას იაია ტურემ თქვა, რომ ისნგლისში ყევალზე რთული მატჩი კვირას ჰქონდა “ლივერპულთან”. ეს გამამხნევებელია.”
“მე და ბრენდანი დავჯექით და ვილაპარაკეთ მის მეთოდებზე, ძალიან შთამბეჭდავია.”
“მას ყველა მხარს დაუჭერს, მეეჭვება, რომ მას კენიმაც კი დაურეკა. არ ვიცი, ის ჩვენ აქ აღარ გვინახავს, მაგრამ წარმომიდგენია, მათი საუბარი. მედიაში ბრენდანი კენიზე ძალიან კარგად საუბრობს, კენის კი მუდამ საუკეთესო უნდა კლუბისთვის.”
ჯერარდს უნდა, რომ საუკეთესო იყოს მის კლუბში, მის ქვეყანშიც კი: “ძალიან მსიამოვნებს კაპიტნობა და მე ამ პლანეტაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, როცა ჰოჯსონისგან გავიგე, რომ უნდა მეკაპიტნა ინგლისისთვის.”
“ევროპის ჩემპიონატი უდიდესი გამოცდილება იყო. მართალია ნახევარფინალიდან გამოვვარდით, თუმცა მანამდე ყველა წუთი, ყველა საათი და ყველა დღე უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში. შემდეგაც საუკეთესო დრო გავატარე არდადეგებზე ჩემს ოჯახთან ერთად. ახლა ჩვენ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნდა ვიბრძოლოთ და მოვხდეთ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე.”
“იმედი მაქვს იქ ვიქნები. თუ ჩემს ფორმას შევინარჩუნებ და მზად ვიქნები ყველანაირად მე იქ მოვხვდები. ეს ფანტასტიური ტურნირია.”
პ.ს სტივი ჯი