დამავიწყდა დიმატეოს საკაიფო ტაქტიკური ხედვის დაფასება.
ისევე როგორც წინა თამაშში, რობიმ ნამდვილად კარგად გაართვა თავი ტაქტიკურ ბრძოლას.
დაცვა: იმდენად სოლიდურად გამოიყურებოდა რომ სისე და ბა საშუალო დონის თავდამსხმელებად გამოვაჩინეთ. მშვიდად წყნარად ად აუღელკვებლად გავგუდეთ.
ნახევარდაცვა: მეირელეშმა და მიკელმა ფანტასტიურად ითამაშეს. რაულას დისციპლინაც აღსანიშნავია. იშვიათად გადადიოდა შეტევებში, მაგრამ ძალიან სწრაფად გადაჰქონდა ბურთი შეტევაში - ბრავო!
მიკელი იმენნა სუპერი იყო. ქედს ვიხრი მიკელის წინაშე გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე. პრაქტიკულად ნიუკასლის ყველა შეტევა ჩაშალა. ბენ არფა მგონის ბურთს საერთიოდ არ შეხებია მიკელის წყალობით.

ნახევარდაცვა: მატა და ჰაზარდი.... სიტყვებს ვერ ვპოულობ... უძლიერესი დუეტია. აგრეთვე ბერტრანდის დარტყმა და მოძრაობა ერთერთი შეტევის დროს იყო ბრწყინვალე. კოულს აზღვევდა მაგრად რაც კოულის შეტევაში გადასვლას კარგად უწყობდა ხელს. ბერტრანდი ჩემი აზრით ერთერთ უძლიერეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.
თავდასხმა: ნუ ეს ისედაც დავინახეთ ყველამ. ტორესის საუკეთესო თამაში იყო მას შემდეგ რაც ჩელსიში გადმოვიდა. პირველად დაიხარჯა ბოლომდე.
ტორესთან დაკავშირებული პრობლემა არის ის რომ ტორესი ფიზიკურად არ არის დროგბა, ჰალკი, კავანი, რუნი. ორი მცველის მოტყVნა ფიზიკურად არ ძალუძს. ამიტომ მეწყვილე ჭირდება რომ არ დაიჩაგროს. ამ პრობლემის აღმოფხვრა კი დიმატეოს მოვალეობაა.
პ.ს. ტორესი გოლს თვითონ ვერ ქმნის, ან ძალიან იშვიათად თუ ახერხებს ამას, ამიტომ პარტნიორი ყველა ვარიანტში ჭირდება.
არადა ტორესზე ავაწყვეთ ეს გუნდი. ამიტომ არის იმის საშიშროებაც რომ ვან ნისტელროის იუნაიტედის პონტი განმეორდეს - ბევრი გოლები შეყაროს მაგრამ ვერც ერთი ტიტული ვერ მოვიგოთ (ლივერპულში რაც ხდებოდა).
ვნახოთ, დეკემბრის ბოლოსთვის ყველაფრს მოეფინება ნათელი.
ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ.
This post has been edited by SIDCFC on 26 Aug 2012, 15:27