ოთხშაბათს, იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი მადრიდში ჩაფრინდება და “რეალის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კლუბების წარმომადგენელთა შეხვედრის მთავარი მიზეზი ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკაა.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “მილანმა” და “რეალმა” კაკას იჯარის უკანასკნელი დეტალები უნდა შეათანხმონ. მოსალოდნელია, რომ საუბარი “სამეფო კლუბის” კიდევ ერთ ფეხბურთელს – ლასანა დიარასაც შეეხება. ამგვარად, შესაძლოა, გალიანი “მილანში” ორი ახალწვეულით დაბრუნდეს.
თავის მხრივ, “რეალმა” მოდრიჩის ტრანსფერი თითქმის ბოლომდე გაჩარხა, რაც კაკას მადრიდიდან აბარგებას კიდევ უფრო რეალურს ხდის.
ლასანაც გააყოლეთ და მხოლოდ ხედირას იმედზე დავრჩეთ