ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. თუმცა არა უშავს, ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა საშინელებაა, ასე რომ აგებ და მთავრდება ყვეალაფერი, მაგრამ ეგ 2 ადამიანის კისერზეა (უფრო ერთის) და არა გუნდის და მით უმეტეს მწვრთნელის. ნუ პირველ რიგში ვიტყვი, რომ კარში გვიდგას
არსება, რომელსაც მე პიროვნებად ვერ აღვიქვამ. ზედმეტია მის ფეხბურთელობაზე საუბარი და შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც არ უნდა ქნას, როგორი კარგი ბურთებიც არ უნდა აიღოს (და სხვათა შორის ძალიან რთული მომენტებიდან გამოგვაძვრინა 1-2 ჯერ გუშინ) მაინც შანსი არ აქვს, ჩემგან რესფექტი დაიმსახუროს. სულ ჩატარებული 4 თამაშის შემდეგ
ტიტოზე უკვე ასე თუ ისე მკაფიო შტრიხები გამოიკვეთა ჩემთვის. ერთი უდიდესი მინუსი ის აქვს, რომ დაცვას ვერ ალაგებს სამწუხაროდ. ნუ ყოველ შემთხვევაში ტაიმების დასაწყისში ვირევით ხოლმე, მერე ნელ ნელა, თამაშის გახურებისას ასე თუ ისე იკვრებიან ნორმალურად. დანარჩენი კიდე რავი, ჯერ-ჯერობით (ოსასუნასთან არ მიყურებია სამწუხაროდ) ტაქტიკურად ძალიან კარგია. პირველ თამაშში
მორინიოს პირწმინდად აჯობა როგორც ტაქტიკურად, ისე ყველანაირად. და იმ
მდაბიო სირის წყალობით 3-1 - ის მაგივრად 3-2 მოვიგეთ, მეტი ვერა. მეორე თამაშში შეჭამა პირველ ნახევარ საათში
ჟოზემ, მაგრამ მერე გამოფხიზლდა და შეძლო ისეთი რამეების გაკეთება, რაც ჩემი აზრით ძალიან დასაფასებეილია და ბევრს ნიშნავს.
10 კაცით რომ ვაჯობეთ, თან ბევრად და ბევრი სახიფათო მომენტი რომ შექვქმენით, კასილიასი რო არა (რა მაგარია ეგ დედა#####ული ისე

მეც მინდა მასეთი მეკარე კარში ), ალბათ ავიღებდით კიდეც თასს, მარტო
ტიტოს დამსახურებაა. მოკლედ მეგობრებო, დაცვაში ჭედავს, მაგრამ ზატო ძალიან მაგარი და ზრდადი მწვრთნელი გვყავს და ჩემი აზრით საბოლოოდ ძალიან კარგ შედეგებამდე მიგვიყვანს.

სასტარტო შემადგენლობა, მე თუ მკითხავთ შეეშალა.
ალვეშის მაგივრად
პუიოლი უნდა დამდგარიყო მარჯვნივ, მაგრამ მაინც არ გარისკა მისი ჯანმრთელობა. თუ მაგრამ თუ
პუიოლის გამოსვლა შეუძლებელი იყო, მაშინ 100% ით სწორად დაუყენებია შემადგენლობა. თამაშამდე (და თამაშის მიმდინარეობისას რა გამოჩნდა ეგ სულ სხვა საკითხია), დებიუტანტი
მონტოიას დაყენებას
რონალდოს წინააღმდეგ იდეაში ბევრად ჯობდა გამოცდილი
ადრიანოს დაყენება. ვინ როგორ გაამართა სხვა თემაა. გაკეთებულ ცვლილებებზე რა ვთქვა,
ტელიოს გამოყვანას ვერ მივხვდი, როცა შეეძლო რომ
ვილია გამოეყვანა. ეტყობა ერთ-ერთი მისი ხუშტურთაგანია. მაგან და
პეპმა ძალიან შესცეს
ტელიოს, და უკვე ნერვებს მიშლის ეს ყველაფერი. ეხლა ცალკეული ფეხბურთელები:
ხორდი - აი წარმოუდგენლად კარგი და ძვირფასი მარგალიტია. შემაყვარა თავი ამ ბიჭმა. უმაგრესი ტიპია, ვერაფერს ვიტყვი.
მასკერანო -
ზიგი არ ვიცი ზიგი გამახსენდეს თუ ჩვენი
ვაი მეკარე. რაც არ უნდა თქვას
გიომ, მე ყოველთვის ვაპატიებ ჩემი გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მსგავს შეცდომას.
პიკე -
რონალდოს ძალიან ალმაცერად უყურებს მემგონი უმრავლესობა, მე არ გამკვირვებია ეგეთი რამ. ძალიან მაგარია პორტუგალიელი, ჩემი აზრით საშუალოდ ითამაშა იმის გათვალისწინებით, რომ
ტიტოს ბრალია დაცვის ცუდი თამაში და არა ცალკეული ფეხბურთელების.
ადრიანო - რა ქნას მეტი არ შეუძლია. ჩემი აზრით გადაგვარჩინა ას პროცენტიან გოლს თავისი გაგდებით.
ბუსკეტსი სცოდავდა კიდე და ნამდვილად არ ეწერება აქტივში გუშინდელი თამაში. სხვა დანარჩენი რა ვთქვა, ნორმალურად ითამაშა ყველამ.
ლეომ მეთხუთმეტე გაარჭო

ნუ
ალექსისი არ ვარგოდა და გამოვიცანი კიდეც ცვლილება.
ხო,
მონტოია მაგარი კაცია

ესარი ჩემი კომენტარი