უსეინ ბოლტის სურვილის ("მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ასპარეზობის) ისტორია სინამდვილეს დაემსგავსა. იამაიკელი ათლეტი შეძლებს მონაწილეობის მიღებას მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც შემდეგ წელს გაიმართება.
2013 წლის 3 ივნისს "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალს" შორის ამხანაგური მატჩი ჩატარდება, ხოლო "წითელთა" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი უსეინ ბოლტის საქმეში გამოცდას აპირებს.
"უსეინი ძლიერი ხასიათის ადამიანი და "იუნაიტედის" დიდი გულშემატკივარია. მან საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა. შემდეგ წელს ჩვენ "რეალის" წინააღმდეგ ისევ ვითამაშებთ და შესაძლოა ეს მისთვის თავის გამოჩენის შანსი იყოს" - განაცხადა ფერგიუსონმა.
ჩვენი ბედი რომ ვიცი კარგი ფეხბურთელი გამოვა და მანჩესტერში ითამაშებს

მიგვეცა თავის დროზე შანსი, რა მოხდებოდა