ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
8 კლუბში იყო და ყველგან უმაღლეს დონეზე ითამაშა. აიაქსთან ერთად მოიგო ერედივიზიონი და სუპერთასი. მერე იუვეში წავიდა 2 წელი იქ გაატარა და ორჯერ მოიგო სერია-A. კალჩოპოლის შემდეგ ინტერში გაატარა 3 წელი, და სამჯერ მოიგო სკუდეტო. ბარსელონაში ლიდერი არ ყოფილა თუმცა იქაც კარგად ითამაშა, უბრალოდ იქ სულ სხვა ცირკი დახვდა და წამოვიდა მილანში. მილანი ჩემპიონი გახდა რამოდენიმე წლიანი ჩავარდნის შემდეგ ზლატანის დამსახურებით.
მისი სტატისტიკა არის გასაოცარი, ყველგან სადაც იყო იმ წელს ის გუნდი ჩემპიონი ხდებოდა უბრალოდ შარშან გაუფიჭდა სტატისტიკა მილანში ზედიზედ მეორედ ვერ მოვიგეთ სკუდეტო. ეს სტატისტიკა არაფერს გეუბნებათ?
ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად უძლიერესია. ამოწურავი ფანტაზია და შესაძლებლობები აქვს. საერთოდაც ქარიზმა აქვს ისეთი რომ ნებისმიერ კლუბს უხდება.
ყველაფრის მიუხედავად არასოდეს მიყვარდა დიდად ზლატანი. დაჟე გამისწორდა მილანიდან რომ წავიდა, მარა პატივისცემას ნაღდად იმსახურებს.
წელს პსჟ-სთან ერთადაც მოიგებს ჩემპიონატს