€12 მილიონი ევრო მერტენსში
“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას “პსვ ეინდჰოვენიდან” 25 წლის ბელგიელი გარემარბის, დრიეს მერტენსის შეძენას შეეცდება.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა წლევანდელი სეზონი საოცრად დაიწყო. მან შვიდ ჩატარებულ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. როჯერსი “სუონსში” მუშაობის დროს შესანიშნავად იყენებდა ფლანგელ ფეხბურთელებს, “ლივერპულში” კი ამის საშუალება არ აქვს.
მერტენსს თაყვანისმცემლები იტალიიდანაც ჰყავს, მაგრამ თავად ფეხბურთელის თქმით ის პრიორიტეტს ინგლისის პრემიერ ლიგას ანიჭებს, რადგან მეგობრები იან ვერტონგენი, ედენ აზარი და მარუან ფელაინი “ნისლიან ალბიონს” ურჩევენ.
- “ლივერპულმა” მერტენსისადმი ინტერესები ჯერ კიდევ კენი დალგლიშის მუშაობის პერიოდში გამოთქვა, მაგრამ ისინი ახლაც ცდილობენ მის გადაბირებას” – უთხრა ფეხბურთელის დაახლოებულმა პირმა Goal.com-ს.
მერსისაიდელთა სატრანსფერო შტაბი იმედოვნებს რომ ფეხბურთელს £10 მილიონ ფუნტად, ანუ €12 მილიონ ევროდ შეიძენენ. მოგახსენებთ, რომ დრიესს “ფილიპს სთედიუმთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.
* * *
This post has been edited by GERRАRD on 7 Oct 2012, 00:06