ბრატცი შაკირას და "ფიგუს" ენძრევათო
მომღერალი შაკირა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ისევ სკანდალით აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალმა ორი მოსამსახურე დაითხოვა. სწორედ ეს ადამიანები აშანტაჟებენ შაკირას და სთხოვენ 300 ათას დოლარს პორნოგრაფიული ვიდეოსთვის.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მომსახურე პერსონალი ამტკიცებს, რომ ვიდეო შაკირასა და მისი საყვარლის
ჟერარდ ფიგუს ხმელთაშუა ზღვაზე მოგზაურობის პერიოდში იახტაზეა გადაღებული. ისინი ვიდეოს ინტერნეტში ატვირთვით იმუქრებიან, თუ თანხას დროზე არ გადაუხდიან.
"გოგონა, რომელიც აღბეჭდილია კადრებში, მართლაც ძალიან ჰგავს კოლუმბიელ მომღერალს, თუმცა დანამდვილებით ვერავინ ამბობს, შაკირაა თუ არა. გვგონია, რომ ეს მხოლოდ მონტაჟია", - განაცხადა შაკირას ესპანელმა პროდიუსერმა.
15-წუთიანი ვიდეო ბინძური პორნოგრაფიით არის სავსე. მომღერლის გარემოცვა ძალისხმევას არ იშურებს მის ხელში ჩასაგდებად. მსახურები ვიდეოს დათმობას არ აპირებენ და მის თანხას ნელ-ნელა ზრდიან.
http://primetimenews.ge/?page=17&news_id=12127