კატალონია რომც გამოეყოს ესპანეთს, "ბარსელონა" მაინც ლა ლიგაში ითამაშებს
ამ ფრაზის ავტორი რომელიმე ესპანელი ფუნქციონერი არ გეგონოთ - ეს სიტყვასიტყვით "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა თქვა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს კატალონიელები ძალიან გააქტიურდნენ, ბარსელონაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა დამოიკიდებლობის მოთხოვნით.
მაგრამ, აი, რას ამბობს "ბარსას" ბოსი:
"თუკი კატალონია ოდესმე დამოუკიდებელი გახდება, "ბარსელონა" მაინც ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს. ეჭვიც კი არ მეპარება ამაში. "ბარსა" ითამაშებს ისე, როგორც "მონაკო" თამაშობს ფრანგულ ლიგაში".
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhour...thamashebs.html