არადა პიპიტა იმსახურებს სასტარტოში დაწყებას
ქარიმ ბენზემამ სეზონი სუსტად დაიწყო, რითიც ახალი ჭორები წარმოშვა მის მომავალთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, "პსჟ" ქარიმ ბენზემას გადაბირებას შეეცდება.
პარიზული კლუბი მზადაა ფრანგ ფორვარდში 50 მლნ. ევრო გადაიხადოს. ამ მომენტისათვის, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გამორიცხავს ამ ტრასნფერს. "რეალის" წარმომადგენლები აცხადებენ: "ეჭვგარეშეა, რომ მალე საუკეთესო ბენზემას ვიხილავთ". იგივე სიტუაცია იყო გასულ სეზონში, როცა ოქტომბრამდე ქარიმი თავისი საუკეთესო კონდიციებისგან შორს იყო.
ებიჯო გვეშველა

დევიდ ბექჰემსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის ბრძოლა იწყება, ამჯერად ორკარიანი ASTON MARTIN V12 DBS–ისთვის.
მანქანა აუქციონზე 5 ოქტომბერს იქნება გატანილი, და მისი საწყისი ფასი 100 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი იქნება, რაც დაახლოებით 165 000 $–ს შეადგენს.
Daily Star-ის ცნობით: "ბექსი ჯეიმს ბონდის უდიდესი თაყვანისმცემელია და ის ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე 007–ს მიბაძოს".
"ის მზადაა, ნებისმიერი თანხა გაიღოს, ამ მანქანის შესაძენად".
"ამ მანქანას ასევე დიდი ინტერესით აკვირდება კრიშტიანუ რონალდუ. მათ შორის ომი იწყება, ვნახოთ ვინ უფრო გულუხვი გამოდგება".
ასევე აღსანიშნავია, რომ აუქციონზე შემოსული ფული Barnardo–ს ბავშვთა სახლს მოხმარდება.
ამ ფეხბურთელებს მანქანებისთვის ფული არასოდეს ენანებათ, ამაზე მათი გარაჟებიც მეტყველებს.
რონალდუსთვის ეს უკვე მე–13 მანქანა იქნება. ორი ბენტლი, ოთხი აუდი, ორი მერსედესი, რომელთაგან ერთი თეთრი SLS AMG–ა, ასტონ მარტინი, მასერატი, პორშე, Ferrari 599 GTO და "ლამბორჯინი ავენდატორი", რომელსაც რონალდუ ამჟამად მართავს.
ბექსის გარაჟში კი კადილაკებს, პორშეებს, რენჯ როვერებს, ბენტლისა და ჰამერს შეხვდებით.
დიდი ომი იწყება მაინდას სანერვიულო მიეცა