JubaGrარსად

პროსტა ატესტატი ავიღე

////////////////////
მეკარეები: იკერ კასილასი, ანტონიო ადანი, ხესუსი.
მცველები: სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო, მარსელო, პეპე, ალვარო არბელოა, რაფაელ ვარანი, რაულ ალბიოლი.
ნახევარმცველები: სამი ხედირა, რიკარდო კაკა, მესუთ ოზილი, ხაბი ალონსო, მაიკლ ესიენი, ლუკა მოდრიჩი, ხოსე კალეხონი, ანხელ დი მარია.
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, გონსალო იგუაინი, კარიმ ბენზემა.
ჟოზეს ინტერვიუ
სამეფო კლუბის დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრის წინ, პრესკონფერენცია გამართა.
"შეუძლებელია ურთიერთობის გამოსწორება, რომელიც მე მაქვს ფეხბურთელებთან და თანამშრომლებთან.არ ვფიქრობ, რომ ჩვენს შორის რაიმე გამტანჯველი ეჭვები სუფევს.მჯერა, რომ ერთადერთი დამნაშავე მე ვარ, რამეთუ სათანადო მოტივაცია ვერ ავსახე ფეხბურთელებში.ბევრჯერ ვთქვი და ვიმეორებ, რომ როდესაც ვიგებთ, ამაში გუნდის თითოეულ მოთამაშეს მიუძღვის წვლილი, ხოლო როდესაც ვაგებთ, დამნაშავე მხოლოდ მე ვარ.თუ რაიმე ეჭვები არსებობს, მზად ვარ მოვაგვარო."სევილიასთან" მატჩამდე პრესკონფერენციაზე რაც განვაცხადე, იგივე ვუთხარი ფეხბურთელებსაც მატჩამდე გასახდელში.ფეხბურთში ადამიანები მალე ივიწყებენ წარსულს, რამეთუ აქტუალური არის აწმყო და მომავალი.წარსულში მოგებული ტიტულები მივიწყებას მიეცემა.რაც მოხდა წარსულში, რჩება წარსულში.აქედან გამომდინარე, ვერ შევძელი ჩემი ბიჭების მოტივირება."
"როდესაც აშენებ გუნდს, უნდა დასახო ისეთი პრიორიტებები, რომლის განხორციელებაც შეგიძლია მოქმედ სიტუაციაში.თუ კლუბი განიცდის ფანტასტიკურ პერიოდს, ბუნებრივია, დიდ მიზნებს დაისახავ, ხოლო როდესაც კარგად ვერ თამაშობ, მიზეზები უნდა მოძებნო.ამ ეტაპისთვის, ბოლო ვარიანტით ვარ დაკავებული.დარწმუნებული ვარ, "სიტის" წინააღმდეგ ვიხილავთ სოლიდურსა და მტკიცე გუნდს.გუნდი ყველასათვის მნიშვნელოვანი იქნება და ფეხბურთელები ერთმანეთს დაეხმარებიან.პროფესიონალური, პერსონალური და ემოცინალური თვალსაზრისით, მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით.შესაძლებელია, ჩვენი სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის ნაკლებობას განვიცდით "სიტისთან" თამაშის წინ.ეს იმიტომ რომ ადვილი არარის, როდესაც შემაძრწუნებლად ითამაშებ და შემდეგ ამ დონის მეტოქე გელოდება, თუმცა ჩვენი პირობებიდან და ამბიციებიდან გამომდინარე, მოედანზე საუკეთესოდ წარმოვაჩენთ თავს.ასეთი წინათგრძნობა მაქვს."
"ვგონებ, თითოეულ ჩვეგნგანს გამარჯვებულის ხასიათი აქვს და ისინი წარმატებული არიან თავიანთ კარიერაში.ყველანი სიამოვნებს ვიღებთ, სტაბილური ფინანსური და პროფესიონალური სიტუაციით.არ უნდა გვაღელვებდეს, რას იტყვიან ადამიანები ჩვენზე, ან არ უნდა დაველოდოთ ხალხის რეაქციას, რომლის წყალობითაც ავიმაღლებთ ან მოვიკლებთ მოტივაციას.რაც შეეხება ზეწოლას, აღნიშნულის გამოწერა მხოლოდ ფეხბურთელს შეუძლია საკუთარი თავისთვის.რა თქმა უნდა, ჩემს მოტივაციაზე ვზურანვ მე და არა ხალხი.ვერანაირი კრიტიკა მაძლიერებს, იმიტომ რომ ცუდად გამოსვლის შემთხვევაში მე ვარ საკუთარი თავის კრიტიკოსი."
"ვფიქრობ, შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ იქნება, თუმცა "სიტისთან" საწყისი წუთებიდან მოედანზე ისეთი ფეხბურთელები გამოვლენ, რომელთაც სწორი აზროვნება აქვთ გუნის ინტერესბთან დაკავშირებით.ჩემი მოსაზრებით, ამ თერთმეტეულს ძალუძს მეტოქის დამარცხება.დიდი ხნიანი ფიქრის შემდეგ, შევარჩიე."
"როდესაც ზაფხულში ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატები იმართება, კლუბების წინასასეზონო მომზადება იწყება გვიან.ამასთანავე ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელები გარკვეული პაუზის შემდეგ გვიერთდებიან.გუნდში, სადაც ბევრი "საერთაშორისო" მოთამაშე ირიცხება, აწყდება ანალოგიურ პრობლემას.ვფიქრობ, განვლილი წინასასეზონო მომზადებიდან, ვეცადეთ მაქსიმალური სარგებლის მიღებას, ხოლო ახლა მომავალი სეზონის წინასასეზონო მომზადების პერიოდი გვაქვს.როდესაც ჩემპიონთა ლიგის წინ 2 დღით ადრე სანაკრებო ბატალიებია, ბუნებრივია, მოთამაშეს სათანადოდ ვერ მოამზადებ."უეფას" ფორუმზე, დახურულ კარს მიღმა ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე, თუმცა საჯაროდ მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელმა დააყენა აღნიშნული საკითხი."
"რამდენიმე წლის წინ, "სიტიმ" დაიწყო ფულის ხარჯვა და ბრწყინვალე მოთამაშეების შეძენა.მანჩინის თაოსნობით, გუნდმა დიდი სამუშაოები ჩაატარა და დაუჯერებელი სტრუქტურა შექმნა.მათ მოიგეს პრემიერ ლიგა და თასი.ალბათ, ახლო მომავალში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტიტულთანაც ახლოს იქნებიან."მან.სიტი" საკმაოდ უხერხული მეტოქეა.მათ განვიხილავ იმ კლუბებთან ერთად, რომლებიც ლიგის პოტენციური გამარჯვებულები არიან."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
///////////////////