"ის რამდენიმე სანტიმეტრით უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, ინგლისის საუკეთესო ცენტრალური მცველი იქნებოდა. არადა მამამისი 190 სმ-მდეა, მგონი ჯობია, მერძევე შეამოწმონ", - გარი ნევილის შესახებ, კარიერის დასრულების შემდეგ.
"ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ ის ინტელიგენტური ტიპაჟია, რომ ხუთ ენაზე ლაპარაკობს. მეც მყავს გუნდში 15 წლის ბიჭი, რომელიც ასევე ხუთი ენა იცის", - 1996 წელი, არსენ ვენგერზე.
"რა თქმა უნდა, ის კარგი ბიჭია, ბოსსა და დიდ კაცს მიწოდებდა, პირველი მატჩის შემდეგ ერთმანეთს რომ შევხვდით, მაგრამ იმ სიტუაციას კარგი ღვინო დაამშვენებდა. იმას, რაც მან დამალევინა, ნამდვილად შარდის გემო ჰქონდა", - ჟოზე მოურინიოზე.
"მახსოვს პირველად რომ დავინახე, 13 წლის იყო. კოკერსპანიელივით დარბოდა მინდორზე, რომელსაც ქარის მიერ გატაცებული ფოლგის ქაღალდის დაჭერა სურდა", - რაიან გიგზზე.
ელმაზი გაცილებით უფრო გუნდური იგროკია დაჟე და ადრე თუ გვიან ამოაგდებს კიდევაც © Andro_forza juve
........................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ