მოურინიო: უთანხმოება ზიდანთან» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზინედინ ზიდანს, რომელიც "რეალში" ფეხბურთის დირექტორის პოსტს იკავებს, ესპანური პრესის ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელთან აქვს უთანხმოება.
Marca-ს მტკიცებით, ზიდანი პირველი გუნდისგან გამოყოფას აპირებს. კონცენტრირებული იქნება ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობაზე, ან სამწვრთნელო კარიერას საფრანგეთში დაიწყებს.
თავისმხრივ, მოურინიო ზინედინს "რეალისგან" გამოყოფაში ადანაშაულებს.
"ზიდანი ამბობს, რომ მას არანაირ დავალებას არ აძლევენ, არა და თვითონ მისგან არ მოდის ინიციატივა." - განაცხადა ჟოზემ.
ამბობენ, რომ მოურინიო ისეთ კაცს ეძებს, რომელიც ასეთი საქმეებით დაკავდება, როგორც ლუიშ ფიგუ "ინტერში", პორტუგალიელი კლუბთან ერთად მოგზაურობს და საჭირო მომენტში ფეხბურთელებს გვერდში უდგას.
ზიდანმა შესაძლოა მალე დატოვოს "ბლანკოსი". ფრანგი 2012/2013 წლის გუნდის ოფიციალურ ფოტოშიც კი არ მოხვდა.
წყარო: Marca
ამ შემთხვევაში მართალია ჟოზე. არანაირი ინიციატივა არ მოდის ზიზუსგან. ელემენტარულად მგონი გასახდელში არ შედის რომ გაამხნევოს გუნდი
არა და დიდი მოტივაცია იქნებოდა ახალგაზრდებისთვის
დელ ბოსკე კარვახალს დააკვირდება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დელ ბოსკე არ გამორიცხავს იმას, რომ ახალგაზრდა 20 წლის ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახოს...
როგორც მოგეხსენებათ 'სამეფო კლუბმა' ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ბაიერ ლევერკუზენში" არენდით გაუშვა დანიელ კარვახალი რომელიც კასტილიის რიგებში ასპარეზობდა.
როგორც პრესტიჟული გამოცემა Marca.com იტყობინება დელ ბოსკე აპირებს დააკვირდეს, ახალგაზრდა მცველს და არის ალბათობა იმისიც, რომ დანიელი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორმით ვიხილოთ.
ინფორმაციის წყარო:Marca.com
მენეზეში: "კაკამ ნაკრებში დაბრუნება დაიმსახურა"» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როგორც იცით, რიკარდო კაკა 2 წლიანი პაუზის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს. ამასთან დაკავშირებით "სელესაოს" მთავარმა მწვრთნელმა, მანო მენეზეშმა მცირე კომენტარი გააკეთა...
"კაკამ ნაკრებში დაბრუნება თავისი კარგი თამაშით დაიმსახურა. ვაფასებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იგი მადრიდის "რეალის" ერთგული დარჩა. მართალია, იგი საუკეთესო ფორმიდან ძალიან შორსაა, თუმცა ძალზედ პროფესიონალი გახლავთ. ვიმედოვნებ, რომ კაკა თავის ადგილს დაიმკვიდრებს სამეფო კლუბში."
"ცხადია, მისი დაბრუნება ნაკრებს უფრო ძლიერს გახდის. კაკა არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ლიდერის ტვირთი ატაროს, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ იგი ერთადერთი ლიდერი იქნება, იმიტომ, რომ აქ ლიდერი მთლიანად გუნდია და მისი თითოეული ფეხბურთელია.
ჰერნაესი: "ფალკაო "რეალში" გადავა"» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ცნობილმა ესპანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ხოსე ვისენტე ჰერნაესმა რადამელ ფალკაოზე ისაუბრა...
"არ მსურს, რომ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები გავაღიზიანო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალ სეზონში რადამელი მადრიდის "რეალში" გადავა."
"თუკი ფლორენტინო პერესი თავის თავზე აიღებს ამას და "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობას მიმართავს ფალკაოს შესახებ, იგი აუცილებლად უარს მიიღებს, ისევე როგრც მოხდა აგუეროს შემთხვევაში."
"თუმცა, კუნის შემთხვევა სულ სხვა გახლდათ. 2011 წელს პერესი მაინცდამაინც მოწადინებული არ იყო არგენტინელის შეძენით, იმ პერიოდში ფლორენტინო უფრო ნეიმარით ინტერესდებოდა და შესაბამისად, უარის შემდგომ აღარ გაუგრძელებია მოლაპარაკებები აგუეროს ტრანსფერთან დაკავშირებით."
"როგორც ვიცი "ჩელსიც" აქტიურადაა ჩართული ფალკაოს შეძენით, თუმცა მაინც ჩემს აზრზე ვრჩები - რადამელი "რეალში" გადავა."