როგორც ჩანს, ინგლისის ჩემპიონ “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელ ფორვარდ რადამელ ფალკაოს შეძენით.
Goal-ის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი პრიმერა დივიზიონის “ატლეტიკოსა” და “მალაგას” გუშინდელ მატჩს დაესწრო, მაგრამ მადრიდელთა პრეზიდენტ ენრიკე სერესოს ეს ამბავი სულაც არ ანაღვლებს.
“ვიცით, რომ მანჩინი თამაშს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდნენ, მაგრამ ამ ფაქტს სრული სიმშვიდით ვხვდები. ვიცით, რომ მანჩინის სტუმრობის მთავარი მიზეზი ფალკაო იყო. შესაძლოა, რობერტო იმის გამო ჩამოვიდა, რომ მალაგაში სახლი შეარჩიოს”, - იხუმრა სერესომ Cadena Ser-თან საუბარში.
“ატლეტიკომ” “მალაგა” დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ერთ-ერთი გოლი სწორედ ფალკაომ გაიტანა.
ორივე ფორვარდი შევთავაზოთ. ან ფული და ბენზემა
ფალკაოს არ ყიდვა უპატიებელი იქნება
2013-ში საპრეზიდენტო არჩევნებია და პერესის იმედი მაქვს
ჩვენი და მანჩეს ფორმები იყიდება ყველაზე მეტად
This post has been edited by GIGZ » on 8 Oct 2012, 18:04