იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ქალაქური დერბის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “ინტერთან” გასამართ მატჩში, მისი გუნდი ან ყველაფერს მიიღებს, ან არაფერს.
“ინტერთან” გასამართი დაპირისპირება ან ყველაფერს მოგვცემს, ან არაფერს. ჩვენს წინააღმდეგ შესანიშნავი გუნდი ითამაშებს, რომელშიც არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება. მაგალითად კამბიასო, ძანეტი, სამუელი, მილიტო და კასანო. მათ ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ.
“ინტერს” ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. მათთან მოსაგებად ძალიან ჭკვიანურად თამაშია საჭირო.
მიხარია, რომ ჩემს გუნდში ენთუზიაზმით სავსე ფეხბურთელები თამაშობენ. მართალია, შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ მათ გამოსასწორებლად თავდაუზოგავად ვმუშაობთ.” – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.
* * *
ResuscitateMeმე კიდე წავასხი ვერაფერს ვარჩევ დარჩენილებიდან არადა მინდ ა5-6 კუში 60 ლარი მჭირდება

9ამდე უნდა ვიშოვო ...