”უბრალოდ შეუძლებელია, რომ მესიმ მე-4 მოიგოს ”ოქროს ბურთი”, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს ერთი ჰქონდეს. თუკი ისინი თანაბარნი კლასის არიან, მაშინ სამართლიანი იქნება ასეთი სხვაობა?” - მოურინიოს სიტყვებს ”France Football” ციტირებს.
არ არიან თანაბარი კლასის

________________________________________________________
2000 წელს არგენტინულმა გამოცემამ ”La Capital” ახალგაზრდა ლეო მესის ინტერვიუ ჩამოართვა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ინტერვიუ, უფრო გამოკითხვას გავდა, თავად ლეო კი იმ დროს 13 წლის იყო, ის ჯერ კიდევ არგენტინულ ”ნიუელს ოლდ ბოისში” ასპარეზობდა.
კუმირი: ასეთი ორია - მამაჩემი ხორხე და ბიძაჩემი კლაუდიო.
მწვრთნელი: ყველა, ვისთანაც მიმუშავია, რადგან ყველასგან რაღაც ვისაწავლე.
ფიზმომზადების მწვრთნელი: პაბლო სანჩესი.
ფეხბურთელი: ასეთიც ორია - ჩემი ძმა და ბიძაშვილი.
გუნდი: ”ნიუელსი”.
ჰობი: მუსიკის მოსმენა.
მუსიკალური ჟანრი: კუარტერო და კუმბია.
საყვარელი ტელეპროგრამა: ”Primicias” (სერიალი, რომელიც არგენტინაში 2000 წლიდან გადიოდა).
ჟურნალი: წითელ-შავი ვნება (”Pasión rojinegra”).
წინგი: ბიბლია.
სპორტის სხვა სახეობა: ხელბურთი.
მოდელი: ნიკოლ ნიუმენი.
საჭმელი: ქათამი სოუსით.
გაკვეთილი: ენა.
მასწავლებელი: ფიზკულტურის მასწავლებელი.
ცხოვრების მიზანი: საშუალო განათლების მიღება. სპორტული მიღწევა: პრიმერაში გადასვლა.
სიხარული: როცა ჩემპიონები ვხვდებით ”la Décima”-ში.
სევდა: ბებიაჩემის გარდაცვალება.
მოლოდინი: ”ნიუელსთან” ერთად პრიმერაში ასპარეზობა.
ხსოვნა: როცა ბებიაჩემმა პირველად წამიყვანა სტადიონზე.
ოცნება: ნაკრებში თამაში.
ისტორია: ჩვენ მივდივართ პერუში და ვხვდებით ჩემპიონები.
ხასიათის სიძლიერე: როცა ადამიანი სულიერად არ ეცემა.
ახალგაზრდული ფილიალები: მათი გაერთიანება მსურს.
ამ წლის მოლოდინი: კვლავ ჩემპიონები გავხდეთ.
ოჯახი: მამაჩემი ხორხე, დედაჩემი სელია, ძმები და დები როდრიგო, ნატალია და მარისოლა.
მეგობრები: მადლობა ღმერთს ბევრი ნამდვილი მგობარი მყავს, მათი ჩამოთვლა რომ დავიწყო რომელიმე გამომრჩება.
რა არის შენთვის ”ნიუელსი”?: აბსოლიტურად ყველაფერი.