დღეს პრაქტიკულად გადამწყვეტი დღეა
ორივემ აუცილებლად უნდა მოიგოს, უკიდურეს შემთხვევაში დორტმუნდის ფრე დაიშვება თუ სიტი-რეალი ფრედ დასრულდება
არად მაგრად მეშინია, ისეთი მატჩებია, სადაც მოგება სავალდებულოა, მარა მეტოქე სახიფათო, ასეთებთან უფრო შეიძლება დაუცდეთ ფეხი
დორტმუნდის უფრო მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ აიაქსი ძალიან კარგი გუნდია, მარა ბორუსია ისე უდგება ლიგის წლევანდელ გათამაშებას, სრული კონცენტრაციით ითამაშებენ და მგონია მოიგებენ, თანაც ლევანდოვსკი და გიოცე ძალიან კარგ ფორმაში შევიდნენ, ასევე კუბაც იდეალურ დროს დაბრუნდა და თან კარგ ფორმაშია
შალკესი ძალიან მეშინია, რაღა ახლა დაეწყოთ ჩავარდნა, ფაქტიურად ბოლო ნაბიჯებია გადასადგმელი საქმის ბოლომდე მისაყვანად და არ გააფუჭონ ყველაფერი
ესეც კიკერის სავარაუდოები
Weidenfeller - Piszczek, Subotic, Hummels, Schmelzer - S. Bender, Gündogan - Blaszczykowski, M. Götze, Reus - Lewandowski
Unnerstall - Höwedes, K. Papadopoulos, Matip, Fuchs - J. Jones, Neustädter - Farfan, Holtby, Draxler - Huntelaar
ისე, ფრეების შემთხვევაში ორივე გუნდი გაინაღდებს ჯგუფიდან გასვლას, მაგრამ მოგებებია აუცილებელია, არაფრით არ უნდა გაუშვან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსები, გაიხსენონ ლევერკუზენს რაც დაემართა გენკთან დაკარგული პირველი ადგილის წყალობით
მიმაგრებული სურათი