ეს აინტრახტი და უკვე ფრაიბურგიც გახდნენ პრობლემა..
ფრაიბურგი მგონი ვერ გაქაჩავს, მარა აინტრახტს არაფერი უჩანს იმის, რომ სერიოზულად ჩამოიწიონ ქვევით
ძალიან გამართულად და კარგად თამაშობენ, როგორც სუსტებთან, ასევე ძლიერებთან, ბაიერნსაც საკმაო წინააღმდეგობა გაუწიეს
თან მაგათ სასარგებლოდ ის მეტყველებს, რომ ფაქტიურად უთავდამსხმელოდ აღწევენ წარმატებას, ოუშენიც რომ ათამაშდეს, ან მატმური ან სხვა თავდასმხმელი მოიყვანონ ზამთარში და გოლები იტანონ... უფრო მეტი შანსი ექნებათ, ერთადერთი ფეეს იმედი მაქვს... იქნებ დააწყებინოს კრიზისი
ძალიან სიმპთიური კლუბია, მე მაგრად მომწონს, კარგი ახალგაზრდა გერმანელებიც ჰყავს, კარგ ფეხბურთსაც თამაშობენ, მაგარი ტრანსფერებიც გააკეთეს, მარა მომავალ წელს აუცილებლად ჩაისვრიან და დაუშვებელია ამათი ევროპაში გასვლა
ფრაიბურგს ბრავო, ძალიან მაგრად თამაშობენ ესენიც
შტრაიხი ბრწყინვალე მწვრთნელი გამოდგა
შარშან უფრო ახალი ცოცხის პრინციპი მეგონა, მარა წელს ამტკიცებს, რომ მაგარია
თან ლამაზად თამაშობს ფრიაბურგი, სწრაფად, შედეგიანად
გადაუარეს დღეს შტუტგარტს, სრულიად დამსახურებულად მოუგეს... მარა ევროპა ლიგას ალბათ ვერ გაქაჩავენ საბედნიეროდ
ლევერკუზენის მოგება გამიხარდა, თუმცა უფრო საფრეო მატჩი გამოდგა საბოლოო ჯამში
მაინც არ მინდა ბაბელი გაუშვან, ლევერს კი ოთხეულში და ლიგაზე ველოდები
კარვახალი რა მაგარი ვინმე იყიდეს, ნეტა დარჩეს ამათთან
ზამთარში ნორმალურ თავდამსხმელს თუ იყიდიან, კარგი იქნება
გლადბახის მოგება მინდოდა, მარა ისე წავიდა საქმე, ფრეზეც კმაყოფილი დავრჩი
ჰერმანის გოლი კარგია..
რატომღაც მგონია, მეორე წრიდან უფრო მოუმატებს ფავრის გუნდი, ევროპა ლიგის ზონაში მინდა ეს გუნდი
ცოტა მეორე ბუნდესლგიაზეც, კარგი შედეგები წამოვიდა ამ ტურში
კიოლნმა მოიგო და ცოტა წამოიწია ამ ბოლო დროს
კაიზერმაც მოიგო და მესამეზეა, ერთადდერთი ეგენიღა არიან წაუგებლად 15 ტურში, წესით უნდა ამოვიდნენ და კარგიც იქნება
ჰერტამაც უმარტივესად მოიგო და ლიდერს მიუახლოვდა, ესენიც აუცილებლად ამოვლენ
რაც ყველაზე კარგია როგორც იქნა ბრაუნშვაიგმა წააგო, იქნებ დაეწყოთ ჩავარდნა და ჩაიჩოჩონ
1860-ის საშველი არ ჩანს, ალბათ კიოლნიც ვერ ამოვა ასე ზემოთ, ამიტომ კაიზერი და ჰერტა პირდაპირ გადმოვიდნენ
მესამე ადგილი კი ისევ ბუნდესლიგელმა დაიტოვოს
ისე, პირველ ბუნდესლიგაში ამ ტურში რამდენი ულამაზესი გოლი გავიდა....
მიმაგრებული სურათი