მსაჯმა გააფუჭა მატმურის გაძევებით თამაში, აშკარად გადაამეტა, უნდა დაენდო და ალბათ უკეთესი მატჩი გამოვიდოდა
მარა შედეგით კმაყოფილი ვარ, უნდა ჩამოჩოჩდეს აინტრახტი ქვემოთ, ევროზონაში ვერ უნდა მოხვდეს, სხვა მხრივ კი სიმპათიური გუნდია და იყვნენ სადღაც 8-12 ადგილებზე
აშკარად კრიზისი აქვთ, ზედიზედ ორი მტკივნეული მარცხი
სამაგიეროდ ფორტუნას აქვს აღმაფრენა, ბოლო სამ მატჩში 7 ქულა და წამოიწიეს... კარგიცაა, არ მინდა დიუსელდორფის გავარდნა
რაიზინგერი რა ფორმაშია... ზედიზედ მესამე გოლი, სად მალავდნენ ამ კაცს
ფინკმა გაიტანა ძალიან ლამაზი გოლი, ბრწყინვალედ შეასრულა...
აინტრახტს ამ ტურში ვერავინ ამოგდებს ექვსეულიდან, მარა იმედია მალე მოუწევთ
ფორტუნა კი მეცამეტე ადგილზე გადავიდა და 6 ქულით დაშორდა გადათამაშების ზონას
ესეც ფინკის ბრწყინვალე გოლი
მიმაგრებული სურათი