novartis87
Bayer Business Services

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6463
წევრი No.: 141866
რეგისტრ.: 20-January 12
|
#34154732 · 2 Dec 2012, 00:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წელს მორიგი რეკორდი ვეღარ იქნება პირველ რიგში ფიურტის გადამკიდე და იმის გამო, რომ სამი დიდ სტადიონიანი გუნდი გავარდა, მარა აუგსბურგი-ფიურტი თუ ჩავიდნენ ქვევით და კაიზერი-ჰერტა ამოვიდნენ, რისი დიდი შანსიცაა, შეიძლება ისევ მოხსნას საკუთარი რეკორდი თუმცა ბევრით არამგონია, ეს 45 000 პრაქტიკულად უმაღლესი და იდეალური რაოდენობაა მაქსიმუმ 47 000-მდე ავიდეს 2-3 სეზონში სხვა ქვეყნებიდან კი აქამდე მოახლოება წარმოუდგენელია, 40 000-იან ზღვრამდეც კი
დღევანდელ მატჩებს რაც შეეხება, ძალიან ცოტა გოლი გავიდა.. შალკე გლადბახის ფრე მოსალოდნელი იყო და ლოგიკურიც კიდევ კარგი ლიგაზე საქმის გადაწყვეტის შემდეგ დაეწყო ჩავარდნა შალკეს, ბოლო ტურში მოუგონ მონპელიეს როგორმე და ეგაა, თუმცა ცოტა მეეჭვება, მარა ძალიან დიდი მნიშვნელობა მგონი აღარც აქვს პირველზე გავლენ თუ მეორეზე დრაქსლერის გოლი კი გამიხარდა და გლადბახი მოფერიანდა, ბოლო ტურებია საკმაოდ კარგად თამაშობენ, მეორე წლიდან უფრო მეტს ველი ამ გუნდისგან შალკეც ჩაჯდეს ძველ რიტმში, არამგონია დიდხანს გაგრძელდეს ჩავარდნა, მეორე წრიდან უნდა მოუმატონ, იმ იდიოტმა ჰუნტელაარმა კი მოაწეროს ხელი ახალ კონტრაქტს, რით ვერ უნდა მიხვდეს, რომ ძლივს სათავისო ადგილას მოხვდა
მაინცი ჰანოვერის შედეგი მაგრად გამიტყდა, აშკარა კრიზისშია ჰანოვერი. 10 კაციან მაინცთან წააგეს, არადა უნდა მოეგოთ ტუხელს კიდევ ერთხელ ბრავო, დროზე უკეთეს გუნდში, მაინცი აუცლებლად უნდა ჩამოვიდეს ქვევით, თორემ დიდ სირცხვილს აჭმევენ ბუნდესლგიას კიდევ ერთხელ
აუგსბურგი-ფრაიბურგიც ლოგიკური და მისაღები შედეგით, ფრით დასრულდა, მარა რასაც ვუყურე, ფრიაბურგი ჯობდა
შტუტგარტმა ძლივს მოუგო წყალწაღებულ ფიურტს, მაინცდამაინც არ დაუმსახურებიათ, თან კაი ხანი 10 კაცით იყვნენ, ტასკი გააძევეს იბიშევიჩმა პენალტი გააფუჭა, მერამდენე უკვე,, თან ძალიან ცუდად დაარტყა, კიდევ კარგი ოკაზაკიმ დაამტა საგოლედ და ზედიზედ ორი მოგებით შტუტგარტმაც ამოიწია ფიურტი სრული სვლით იქ, სადაც მისი ადგილია
ლევერკუზენმა დამსახურებულად მოუგო ნიურნბერგს, მარა მაინც გაუამრთლა, კისლინგმა საკმაოდ დიდი თამაშგარიდნა გაიტანა გოლი, სხვათა შორის შიურლეს პასით, ბევრ საგოლე პასებს არიგებს ბოლო დროს შიურლე, ეს მეოთხე პასი იყო 3 გოლთან ერთად ჩემპიონატში, კარგი შედეგია საკმაოდ, ლევერი კი ზედიზედ 4 მოგებით მყარად დამკვიდრდა მეორეზე, ჯერ-ჯერობით ამართლებს ის დუეტი, რასაც დიდად არ ველოდი
ბაიერნი-დორტმუნდი ბოლოს კარგი გამოვიდა, გაუამრთლა დორტმუნდს, მარა რომ წაეგოთ საერთოდ მოკვდებოდა პირველი ადგილსითვის რამენაირი ბრძოლა და იქნებ ასეც ჯობდა ისედაც ტეხავს ცოტაარიყოს ასე ადრე რომ ირკვევა ჩემპიონობა წელს კი ბატონო, მარა იქითა სეზონიდან იმედია ისეთი დრო დაბრუნდება, ბოლო ტურში რომ წყდებოდა ხოლმე ჩემპიონობა
ბომბარდირთა დავაში კი დაძაბული მდგომარეობაა, 5 კაცს აქვს 9 გოლი - ლევანდოვსკის, შალაის, მანჯუკიჩს, კისლინგს და მაიერს, იქვეა 8 გოლიანი მიულერი და 7 გოლიანი იბიშევიჩი
ბაიერნელ კროოსს აქვს ბრწყინვალე სეზონი - 6 გოლი და 5 პასი, შესანიშნავი შედეგია
საგოლე პასებში მიულერი დაეწია ჰუშტის, ორივეს 7-7 ასისტი აქვს
მიულერი გოლი+პასის სისტემაში მაგრად დაწინაურდა, 8 გოლი_7 პასი.. ანუ 15 ქულა და მეორეზე 12 ქულიანი ლევანდოვსკია
|