მეორე ტაიმზე ვეღარ გავძელი, ჩამეძინა და ახლა ვნახე ანგარიშები
ლევერკუზენს ყოჩაღ, ბავშვებით მაინც მოუგეს როსენბორგს და შტუტგარტის წაგება ასე ვთქვათ, გააბათილეს
ჰანოვერზე გული დამწყდა, რა მოხდა მეორე ტაიმში, პირველში ძალიან მაგრად ჯობდნენ, კიდევ მეტის გატანა შეეძლოთ
მეორეში ეტყობა მოეშვნენ და დაისაჯნენ, დასანანად გაუშვიათ ბოლო სულ ბოლო წუთზე გოლი.. არა უშავს, ესენი მაინც გავიდნენ პირველ ადგილზე
იღბლიანი წილისყრა აქაც დაგვჭირდება
რავიცი, მე გლადბახისაც მეიმედება, მეორე წრეში მგონია, რომ უფრო სტაბილურად და კარგად ითამაშებენ
ლამაზად გამოიყურება, მარტო გერმანიის გასწვრივ მწვანედ

* * *
ზუსტად არ ვიცი როგორ ნაწილდება, მარა რომ ავიღოთ მეორე ადგილზე გასულებისთვის სავარაუდო მეტოქეებად პირველადგილოსნები და ლიგიდან გადმოსულები, სავარაუდო მეტოქეებია:
კიევი, ოლიმპიაკოსი, ზენიტი, აიაქსი, ჩელსი, ბატე, ბენფიკა, კლუჟი,
ლივერპული, პლზენი, ფენერბახჩე, ბორდო, სტიაუა, დნიპრო, გენკი, რუბინი, ლიონი, ლაციო, მეტალისტი
კარგი ვარიანტები იქნება - ბატე, კიევი, კლუჟი, პლზენი, სტიაუა, გენკი, მეტალისტი
არა უშავს - ოლიმპიაკოსს, დნიპროს, რუბინს, ლაციოსაც