მაგარი მატჩებით დასრულდა მეცხრე ტური
შტუტგარტი-აინტრახტი ჩემი აზრით უფრო საფრეო მატჩი იყო და გაუმართლა საბოლოოდ შტუტგარტს, მარა კაია რომ მოიგეს, არაა საჭირო აინტრახტის ასე გაბლატავება
მაიერმა ძალიან ლამაზი გოლი კი გაიტანა და საერთოდ უმაგრეს სეზონს ატარებს, 6 გოლი 9 ტურში მით უმეტეს ნახევარმცველისთვის, ბრწყინვალე შედეგია
ბაიერნის მარცხი, შინ და მით უმეტეს ლევერკუზენთან მოულოდნელი იყო ძალიან, მაგრად გაუმართლათ სტუმრებს, არ იმსახურებდნენ მოგებას, მარა მაგრად იბრძოლეს და დასაფასებელია, კისლინგიც კარგ სეზონს ატარებს, უკვე მეხუთე გოლი, ბაიერნმა კი პირველად წააგო, მარა არაუშავს
ჰანოვერი - გლადბახი ბრწყინვალე მატჩი გამოსულა, მთლიანი შეხვედრა არ მინახავს, მარა გოლების მხიედვით ეგრე ჩანს
ორივე გუნდმა ევროპა ლიგაზე მოიგო და მაგრადაც იბრძოლეს, ამიტომ ფრეს ვვარაუდობდი
2:0 იგებდა ჰანოვერი ძალიან ლამაზი გოლებით, ჯერ შლაუდრაფმა გაიტანა შორიდან, თან ძელსაც მოხვდა ბურთი, მერე კი დიუფმა ულამაზესი გოლი ქუსლით
მაგრამ გლადბახმა შეუძლებელი შეძლო და 9 წუთში თამაში მოიგო - 70-დან 79 წუთამდსე 3 გოლი გაუტანეს ჰანოვერს
ჯერ დომიგესმა, მერე არანგოს პასით ბროუერსმა და ბოლოს საოცარი ჯარიმა გაიტანა არანგომ, მეკარე კი შეცდა, მარა მართლა ბრწყინვალე ჯარიმა იყო, ტყუილად კი არ თქვა მაგ კაცმა რონალდუზე უკეთესად ვურტყამ ჯარიმებსო, მოკლედ ბრავო გლადბახს, ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგეს ამ სამ დღეში და იმედია საბოლოოდ გამოვლენ კრიზისიდან, არადა დე იონგიც აკლდათ და იანჩკეც
მოკლედ რაც გამოიკვეთა ამ 9 ტურში
მგონი სამეული გარკვეულია - ბაიერნი, შალკე და დორტმუნდი გაინაწილებენ და ასეც უნდა იყოს
მეოთხე ადგილისთვის მე ლევერკუზენს და გლადბახს განვიხილავ, ამათგან რომლიმე გავიდეს, კარგი იქნება გერმანული ფეხბურთისთვის, სხვებს ესენი ჯობიან
ლევერკუზენს კარგი შემადგენლობა ჰყავს და ალაბათ კიდევ გაძლიერდებიან, გლადბახსაც ასევე, გამოვლენ კრიზისიდან და თუ მოხვდნენ ლიგაზე, კიდევ დახარჯავენ ფულს
ევროპა ლიგაზე 1 ადგილი გლადბახი-ლევერკუზენიდან ერთს და დანარჩენი ორი ადგილისთვის ერთი ადგილი აუცილებლად ჰანოვერს, ხოლო მეორე კი ან ვერდერს ან ჰამბურგს
შტუტგარტი არ მინდა, რადგნა შემოდგომას სულ აგდებენ ხოლმე, თან არავის მყიდველები არ არიან
ვოლფსბურგი თუ კარგ მწვრთნელს დანიშნავს კიდევ შეიძLება, მარა ჯობია ახლა ვერ გავიდნენ და ზაფხულში ნორმალურად ივაჭრონ, მერე დიდი სიამოვნებით
მთავარია მაინცი, აინტრახტი და ასეთები ვერ შეძვრნენ
აინტრახტი 10-ეულში კარგი იქნება
გავარდნით ფიურტის, აუგსბურგის და ფრაიბურგის გავარდნა მინდა
მიმაგრებული სურათი