ბევრი მოულოდნელი შედეგი მოდის ამ ტურში
გუშინ ძალიან დაჩაგრა ფიურტმა აინტრახტი და მაიერის უსწრაფესი გოლი რომ არა, მოუგებდა კიდეც
აინტრახტს როგორც ჩანს, ჩავარდნა დაეწყო, ფიურტმა კი მოუმატა, ვერდერთანაც კარგად ითამაშეს და ახლა მით უმეტეს
მაიერის მეშვიდე გოლის აღნიშნვნა აუცილებელია, ნახევარმცველია და რამდენი გააქვს, მეორე ადგილს იყოს ბომბარდირებში, შარშან მეორე ბუნდესლიგაში თანაბომბარდირი გახდა მგონი; აინტრახტიდან ტრაპის გამოყოფაც აუცილებელია, ეგ რომ არა, დიდი ანგარიშით წააგებდნენ, რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია
დორტმუნდმა როგორც ჩანს საბოლოოდ ჩაიქნია ჩემპიონობაზე ხელი, ვერ ითამაშეს კარგად, ეტყობა მთლიანად ლიგაზე არიან გადართულები
შტუტგარტმა კარგად იბრძოლა, მომენტებიც ჰქონდათ, მარა უფრო დორტმუნდს შეეძლო მოგება, ბოლო-ბოლო ორჯერ მოარტყეს ხარიხას
შტუტგარტი კი მგონი საბოლოოდ გამოდის კრიზისიდან და იმედია ევროპა ლიგაზეც გაიღვიძებენ
ჰანოვერის მოგება ადვილად პროგნოზირებადი იყო აუგსბურგთან, ძალიან გასაცოდავებულია აუგსბურგი, პირველი კანდიდატები არიან გავარდნის, მაგათი მწვრთნელი კი გაგდების; დიდი უპირატესობა ჰქონდა ჰანოვერს და დამაჯერებლადაც მოიგო, დიუფმა და შტინდლმა გაინაწილეს გოლები და საგოლე პასები, შტინდლმა ძალიან ლამაზად შეასრულა გოლი, დიუფი ცალკე სალაპარაკოა, მაგარი თავდამსხმელია, დაბრუნდა და ეგრევე მთავარ დამრტყმელ ძალად იცა, არადა რამხელა არჩევანი აქვს სლომკას შეტევაში, ეგ რესუსრსი დორტმუნდს და შალკეს რომ ჰქონდეთ შეტევაში გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდნენ; მოკლედ შეწყვიტა ჰანოვერმა წარუმატებლობები და იმედია უფრო წამოიწევს კიდევ, ევროპა ლიგაზე წესით მარტივად უნდა მოიგონ
ნიურნბერგის გამარჯვება გამიხარდა, ძალიან იძირებოდნენ და არ მინდა ამ გუნდსი გავარდნა, ვოლფსბურგის გამონათება კი დროებითი ყოფილა, ძველებურად ითამაშეს, წინ ფაქტიურად ვერაფერი შექმნეს, ნიურნბერგი ჯობდა, მეტი მომენტიც შექმნეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს, გოლი გებჰარტმა გაიტანა თავით, იქნებ ეღირსოს ათამაშება საბოლოოდ
ჰამბურგმა მარტო პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა ბაიერნს, აშკარად ყრუ დაცვაზე აკეთებდნენ აქცენტს, მარა არ გამოუვიდათ ბოლომდე, საბოლოოდ ძალიან დამაჯერებლად მოიგო ბაიერნმა და კვლავ ძალიან გაიჭრა წინ, მიულერის გოლი ცალკე აღნიშვნის ღირსია, საერთოდ კი წელს საოცარ ფორმაშია, 7 გოლი და 5 საგოლე პასი უმაგრესი შედეგია, კი ველოდი , წელს უკეთესად ითამაშებდა, მარა ასეთს არ ველოდი, ასევე კროოსიც, დღეს გოლი + საგოლე პასი..... რიბერის კი საერთო ჯამში 6 საგოლე პასი დაუგროვდა... ჰამბურგისთვის ჯერ ადრეა ბაიერნთან ჭიდილი და ჩემი აზრით ევროსაგზურიც, ლიგაზე ფიქრი სასაცილოა
გლადბახის ფრემ გატეხა, არ იყო ქულების დაკარგვის დრო სახლში ფრაიბურგთამ, ვერ დასტაბილურდნენ რა, რომ მოეგოთ, დასტაბილურდებოდნენ
ფრაიბურგს კი ბრავო, ძალიან მაგარ ფორმაში არიან და საერთოდ შტრაიხი ძლიერი მწვრთნელი გამოდგა
ისე ხაკას რას გადაეკიდა ფავრი, აღარ ათამაშებს საერთოდ
არადა უნდა მოეგოთ, უფრო მეტი მომენტი შექმნეს, 1:0-ზე რუპმა ისეთი გააფუჭა, ვერგატანა უფრო ძნელი იყო, ვიდრე გატანა
პენალტიც ტყუილად აიკიდეს. მოკლედ დამენანა გლადბახი
კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი, შალკე ეტყობა უკვე ლიგის მატჩზე ფიქრობდა და დაისაჯნენ
არადა რამხელა წაუგებელი და მოგებათა სერია შეწყვიტეს, არაუშავს, მტავარია არსენალთან ივარგონ
ჰუნტელაარმა ისევ ვერ გაიტანა, რით ვერ შევიდა ფორმაში, ფარფან,ა მორიგი საგოლე პასი გააკეთა,
ისე შალკედან წელს მგონი ყველამ გაიტანა გოლი...
ჰოფენჰაიმს კი ვერაფერი გავუგე, ბლომად გააქვთ და უზომოდ ბევრს უშვებენ, იმედია დასტაბილურდებიან, ფოლანდმა საგოლე პასებს გოლიც მიაყოლა, ვგულშემატკივრობ მაგ ფეხბურთელს
მიმაგრებული სურათი