შესაძლოა, კარლოსი "რეალში" დაბრუნდეს
ესპანური გაზეთის ვარაუდით, რობერტო კარლოსი შეიძლება მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს. ამის მიზეზი განპირობებულია იმით, რომ "სამეფო კლუბს" მარცხენა მცველი არ ჰყავს.
მოგეხსენებათ, კოენტრაუ და მარსელო დაშავებულია და დაახლოებით პორტუგალიელი 3 კვირა ვერ ითამაშებს ხოლო, ბრაზილიელმა ფეხი მოიტეხა და 3 თვე ვერ დაბრუნდება. შესაბამისად, "თეთრების" მარცხენა ფლანგი ცარიელი რჩება.
მოცემული სიტუაციით, მადრიდელთა თავკაცს ახალი ვარიანტის ძიება მოუწევს. როგორც ესპანურ გაზეთ "AS"-ში იწერება, სეი ჟოზე აპირებს, მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმოს რობერტო კარლოსთან, რომელმაც ამ ზაფხულს ჩამოკიდა ბუცები ლურსმანზე.
39-წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში რუსული "ანჟის" ღირსებას იცავდა და ასევე, მწვრთნელის ასისტენტიც გახლდათ.
რამდენიმე ხნის წინ, ბრაზილიელი მცველი ამბობდა, რომ მისი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დაზარალებულ მოთამაშეს ადეკვატურად ჩაანაცვლებდა.
შეგახსენებთ, რომ რობერტო კარლოსი მადრიდის "რეალში" 11 წელი თამაშობდა.
ამაზე მაგარი საღადაო რა გინდათ
Ibrahimovic: "If I have to rank the clubs I have played for, Milan is the greatest. It is known throughout the world. Milan is some incredible thing, in every aspect. All players were on international level, elegant, a real brilliant thing. You could easily feel the greatness of the club"