ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტებიდან ერთადერთი გუნდი, რომელსაც არასოდეს მოუგია ჩემპიონთა ლიგა, ატლეტიკოა. თუმცა მათი შესანიშნავი ფორმა ამ სეზონში და მეოთხედფინალური გამარჯვება ბარსელონაზე გვაფიქრებინებს, რომ ისინი ნავსის გატეხვასთან ახლოს არიან.
სულ რაღაც 6 თამაშით ადრე ტურნირის დასასრულამდე, ისინი ლა ლიგასაც ლიდერობენ. მათი წარმატება ეფუძნება მოუღალავ შრომას, დისციპლინასა და ელვასავით სწრაფ კონტრშეტევებს.
როხიბლანკო მიმდინარე სეზონში შინ დაუმარცხებელია როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ლა ლიგაში. გაშვებული მხოლოდ 22 გოლით ისინი ესპანეთის საუკეთესო დაცვას წარმოადგენენ და ჩელსის ფეხბორძიკა თავდამსხმელებს დიდი წვალება ელით წინ.
თუმცა ჩელსიც არანაკლებად ძლიერია დაცვაში, პრემიერ ლიგის 33 მატჩში მხოლოდ 24 გაშვებული გოლი ინგლისის ფარგლებით საუკეთესო მაჩვენებელია.
ლურჯები ძლიერები არიან სახლში (ჩემპიონატში 15 მოგება და ორად ორი ფრე), მაგრამ ძალიან უჭირთ გასვლაზე (5 წაგება და 4 ფრე ჩატარებული 16 თამაშიდან)
მათმა ამჟამინდელმა მწვრთნელმა, მოურინიომ, ოთხიდან სამი თამაში მოუგო ატლეტიკოს, როცა იგი რეალს წვრთნიდა და ამან შესაძლოა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუპოვოს მას არგენტინელ კოლეგასთან. თუმცა, ის ატლეტიკო, რომელსაც იგი ახლა შეერკინება, გაცილებით უფრო ძლიერი მხეცია, ვიდრე ის, რომელსაც ჟოზე მანამდე ხვდებოდა. ლა ლიგის ლიდერობისა და ჩემპიონთა ლიგაში ბრწყინვალე გამოსვლის განმავლობაში შეძენილი თავდაჯერება მათ დაეხმარება, ორივე მატჩს თავაწეულები შეხვდნენ.
ატლეტიკო ისტორიაში პირველადაა გასული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ჩელსიმ კი ბოლო 11 სეზონში ეს მეშვიდედ მოახერხა. ელოდეთ ვისენტე კალდერონის გადატენილი ტრიბუნების კანიდან ამოხტომას, როგორც ეს ბარსელონასთან დაპირისპირებაში მოხდა - სიმეონეს განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობის მოპოვება სურს.
თუმცა, თუ ჩელსი მოახერხებს, რომ გაუმკლავდეს შტორმს და არ მისცეს მოწინააღმდეგეს დიდი უპირატესობის მოპოვების უფლება, მათ პსჟ-სთან უკვე დაამტკიცეს, რომ თავადაც შეუძლიათ საშინაო უპირატესობის სათავისოდ გამოყენება.
22 აპრილის დაპირისპირებისთვის ატლეტიკოს გულშემატკივრები იმედით დაელოდებიან არდა თურანისა (ბარძაყი) და დიეგო კოშტას (მყესი) გამოჯანმრთელებას, ჩელსის გულშემატკივრები კი ალბათ ბოლო დღეებში გაიგებენ, ითამაშებს თუ არა ედენ აზარი პირველ მატჩში. საინტერესო იქნება ფერნანდო ტორესის შინ დაბრუნება და ტიბო კურტუას თამაში მისი მესაკუთრე გუნდის წინააღმდეგაც.
ორივე შეხვედრა დაძაბული, რთული თამაში უნდა გამოდგეს, დაუნდობელი თამაშით წინ და ყველაზე დისციპლინებული დაცვით ორივე გუნდისთვის.
ბლიჩერ რიფორთის ექსპერტები ატლეტიკოს უწინასწარმეტყველებენ მცირე უპირატესობით გამარჯვებას ორივე დაპირსიპირებაში.
Predictions:
First leg: Atletico Madrid 2-1 Chelsea
Second leg: Chelsea 1-2 Atletico Madrid
Aggregate: Atletico Madrid 4-2 Chelsea